აიღებენ დაფინანსებას თუ არ აიღებენ, ეს არის მავნებელთა გაერთიანება, რომელსაც უნდა რომ საქართველო დამარცხდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც ისედაც „მშვენივრად“ არიან დაფინანსებული.
„არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი დაფინანსება არ აინტერესებთ, იმიტომ, რომ მშვენივრად არიან დაფინანსებული და არიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას არ გრძნობენ არც თავიანთი ქვეყნის და მათ შორის, არც თავიანთი მხადამჭერების წინაშე. არიან ლიდერები, რომლებიც ამის გარდა, არიან ვალდებულებაში იმ ძალებთან, ვინც მოახდინა ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაცია და იმ რესურსს იყენებენ, რასაც ჰქვია დესტრუქცია. ზუსტად ემთხვევა საოკუპაციო ძალების ინტერესებს მათი ქმედება. არ არის აუცილებელი, ყველა იყოს ამ საქმეში ჩახედული და ჩართული, მაგრამ ფაქტია, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის ისტორიაში, პრაქტიკულად, არ ყოფილა ისეთი რთული პერიოდის სეგმენტი, როცა ამ ადამიანების მოქმედება არ ემთხვევოდა რუსულ ინტერესებს კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა – 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა