ქალაქ მარნეულში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, გარეგანათების ბოძი დაზიანებულია. ბოძის საძირკველი გადახრილია, ლამპიონი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარეობს და მას, ფაქტობრივად, ხე იკავებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე გარეგანათების ბოძი მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოძს წაქცევა არ ემუქრება.
მიუხედავად ამისა, მერიაში ამბობენ რომ გარეგანათების ბოძს შეკეთება სჭირდება, რომლის სამუშაოებიც, სავარაუდოდ,...
რამდენიმე დღეა, რაც მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე საახალწო განათების დამონტაჟება დაიწყო. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, ქალაქი გასული წლის რესურსით მოირთვება და ახალ აღჭურვილობას არ შეიძენენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ადგილობრივ თვითმმართველობას 2020 წლის შემობრძანება 300 000 ლარამდე დაუჯდა. გასულ წელს მათ საახალწლო მორთულობების შეძენა/მოწყობისა და თანმდევი მომსახურების (მონტაჟის) შესყიდვისათვის 247 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადეს, ხოლო საახალწლო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის 49 150...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოავლინა
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა", - აცხადებენ შსს-ში.
,ათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ფიროსმანის სახლ- მუზეუმი მუშაობას შეაჩერებს. არსებული ინფორმაციით, დაწესებულების ერთ–ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მუზეუმის დირექტორის, დალი აბაშიძის განცხადებით, უცნობია თუ როდის განაახლებს დაწესებულება მუშაობას.
"მუზეუმის დაკეტვის მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა. მას და მისი ოჯახის წევრებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ მუშაობა. ეპიდემილოგები გვეტყვიან, თუ როდის შევძლებთ აღვადგინოთ საქმიანობა”,– განაცხადა დალი აბაშიძემ.
წინა სტატია
28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ ზედმიწევნით აღსრულებას.
„კიდევ ერთხელ აღინიშნა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური...
ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვან ეტაპზეა და იმედი გვაქვს, პოლიტიკური პარტიები, რომელთაც პარლამენტში შესვლისთვის მხარდაჭერა მოიპოვეს, ამ შესაძლებლობას სათანადოდ შეაფასებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტირებისას განუცხადა.
ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით, შეთანხმებასთან ყველანი ახლოს არიან, „თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში“.
„ყველა,...
რუსთავში გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან და ვაჭრობას გააგრძელებენ
წინა სტატია
რუსთავში გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ, გზა გადაკეტეს. ისინი კოვიდპანდემიის პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქუჩაში სხვადასხვა ნივთებით, ასევე ტანსაცმლით ვაჭრობის აკრძალვით, მთავრობა მათ ყველანაირი შემოსავლის გარეშე ტოვებს.
აქედან გამომდინარე, ისინი დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან და ქუჩაში ვაჭრობას გააგრძელებენ.
აქციის მონაწილეებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ განუმარტა გარემოვაჭრეებს არსებული...
წინა სტატია
ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება.
აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა პერფორმასნი მოაწყვეს. მათ თორნიკე რიჟვაძის კაბინეტთან ბუშტები გაუშვეს, წარწერით “იმოქმედე, მშიშარა!“.
სამართალდამაცველებმა ბუშტების გატანა სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე პირიც დააკავეს. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა კარვებიც, რომლებიც აქციის მონაწილეებს აქვთ გაშლილი. ადგილზე აქციის მონაწილეები და...
ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.
უდუმაშვილმა აჭარაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, აქციებს ვერავინ შეზღუდავს, იქნება ის მცირერიცხოვანი თუ ფართომასშტაბის.
„ეს აქციები იმართება ღია სივრცეში, ღია სივრცეში როგორც ცნობილია ყველაზე ნაკლები შანსია კოვიდინფექციის გავრცელების. ასე რომ, აქციებს ვერავინ შეზღუდავს, ტყუილად ნუ ექნება...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, აჭარაში გამართული აქციები უპასუხისმგებლობაა.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, პანდემიის მართვას პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს.
„შევაფასებდი, როგორც უპასუხისმგებლობას. პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას იმიტომ, რომ სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო, ქვეყანაში ინფიცირების სერიოზული ზრდა გვაქვს. ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს და ერთ-ერთი არის სწორედ ის შემზღუდველი ღონისძებები, რაც ქვეყანამ დააწესა, მაგრამ დაწესება ერთია და...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განმარტებით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს ხელისუფლების „გონივრულ წინადადებაზეა“ დამოკიდებული. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს.
მისი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და ქვეყანაში მაინც რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
„მესამე რაუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად რაციონალური წინადადებებით მოვლენ ისინი. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ჯერჯერობით...
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის პარალელურად ოპოზიციის მხრიდან აქცია, პიკეტირება და ამგვარი ფორმატების პროტესტი არ განიხილება.
როგორც „ლელოს" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, სადაც უნდა გაიარონ ის დეტალები, თუ როგორ გაიმართება ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად. მისი თქმით, სხდომის პარალელურად გაიმართება დიდი ოპოზიციური შეხვედრა, სადაც გააფორმებენ დეკალარაციას, ასევე...
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მოლებთან სასაუბროდ მზად არიან თუ საუბრის თემა ვირუსის გავრცელების მიზნით მოლების მიერ პრევენციული ზომების გატარებას შეეხება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სავაჭრო მოლების მოთხოვნას შეეხებოდა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაწესებული შეზღდუვები კერძო სექტორთან კომუნიკაციის შემდეგ დაწესდა და სავაჭრო მოლების ხელმძღვანელებმა ამ გადაწყვეტილებების შესახებ იცოდნენ.
„ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია კერძო სექტორთან, აქედან გავალ თუ არა შეხვედრა მაქვს...
მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია მეტეხთან შეკრებასა და იქ საერთო დეკლარაციის გაფორმებას გეგმავს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტის სხდომის პირველ დღეს ცალკე ღონისძიებებს გეგმავს, რომელზეც რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ხელს მოაწერს საერთო დეკლარაციას, რომელიც ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ცესკო-ს ახალ შემადგენლობას შეეხება.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ ამ გაყალბებული პარლამენტის შეკრების...
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ხანდაზმულების ტრანსპორტირების უზრუნველყოფის დავალება საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის მუნიციპალიტეტებს და გამგეობებს აქვთ მიღებული. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
„რაც შეეხება ხანდაზმულებს, ეს ჩვენი შეკრებების ყოველდღიური მსჯელობის საკითხია, მუნიციპალიტეტებს, გამგეობებს და სამხარეო რწმუნებულებს აქვთ ეს დავალება მიღებული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც ჩართულია, მაგრამ უფრო კოვიდსასტუმროების ნაწილში. დავაკონტრაქტეთ სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც ადამიანების საავადმყოფოდან კოვიდსასტუმროში და უკან...
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო სამედიცინო ჟანგბადის წარმოების ხელშეწყობასა და მარაგების გაზრდაში ჩართულია.
როგორც მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია და ამ კუთხით დეფიციტს ვერავინ იგრძნობს. მინისტრის თქმით, დეკემბერში საქართველოში 6 დანადგარი შემოვა.
„საკოორდინაციო საბჭოს და პრემიერმინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და ასევე მარაგები გაზრდის თვალსაზრისით....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































