ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება.
აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა პერფორმასნი მოაწყვეს. მათ თორნიკე რიჟვაძის კაბინეტთან ბუშტები გაუშვეს, წარწერით “იმოქმედე, მშიშარა!“.
სამართალდამაცველებმა ბუშტების გატანა სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე პირიც დააკავეს. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა კარვებიც, რომლებიც აქციის მონაწილეებს აქვთ გაშლილი. ადგილზე აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებიან. დაპირისპირების შედეგად ადგილზე ერთ-ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელსაც დახმარებას ადგილზე უწევენ. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.