„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის პარალელურად ოპოზიციის მხრიდან აქცია, პიკეტირება და ამგვარი ფორმატების პროტესტი არ განიხილება.
როგორც „ლელოს” ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, სადაც უნდა გაიარონ ის დეტალები, თუ როგორ გაიმართება ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად. მისი თქმით, სხდომის პარალელურად გაიმართება დიდი ოპოზიციური შეხვედრა, სადაც გააფორმებენ დეკალარაციას, ასევე ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტში შედის, მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს.
„მათ შორის, დასალაგებელია ლოჯისტიკური და საორგანიზაციო დეტალები და ამ ყველაფერს ყველა პარტია ერთად გავივლით“, – განაცხადა უდუმაშვილმა.