რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალვის მიუხედავად, გარემოვაჭრეებმა დახლები ისევ განათავსეს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
ქალაქის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მათ ნაწილთან თანამშრომლობა მოხერხდა რის შედეგადაც, სავაჭროდ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, თუმცა მათ ადგილზე სხვა მოვაჭრეები განთავსდნენ.
"იმ ადგილზე 2 ტიპის გარემოვაჭრეები არიან. ერთი კატეგორიაა, რომელიც სასოფლო-სამეურნო დანიშნულების პროდუქტს ყიდის და არიან მოვაჭრეები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდიან. ჩვენ ერთ...
გორის მუნიციპალიტეტის მერიას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2 სხვადასხვა მიწის ნაკვეთს გასხვისება სურს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საკრებულოს დადგენილებიდან ირკვევა, რომ მერიას არ აქვს დაგეგმილი აღნიშნული მიწის ნაკვეთების რაიმე მიზნით გამოყენება, ტერიტორიების პრივატიზების შედეგად კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეივსება მათი ღირებულების შესაბამისი თანხით, აქედან გამომდინარე მერიამ საკრებულოსგან საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილებების შეტანა ითხოვა.
გორის მერიას საპრივატიზაციოდ 59 ობიექტი აქვს გამოტანილი, ამჯერად ნუსხას 2...
მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე მომუშავეებს დავიანებულ ხელფასის ანაზღაურებას 25 დეკემბრამდე ჰპრდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია Akelik Group- ის პროექტის ხელმძღვანელმა ნაზიმ მირზაევმა თქვა. როგორც მან, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, მომუშავეებს, სამი თვის ხელფასი ერთდროულად ჩაერიცხებათ.
„ხელფასების 20% ამ კვირაში უნდა ჩაერიცხათ. დანარჩენი კი სრულად 25 დეკემბრამდე იქნება ჩარიცხული. ამ კვირაში ფინანსური პრობლემები შეიქმნა. კვირას ან 25 დეკემბრამდე, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის...
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კოვიდპანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისთვის უკვე 600 000 ლარამდეა დახარჯული. თანხა ძირითადად სოციალურ პაკეტებს, სადეზინფექციო სამუშაოებს, პირბადეებისა და სხვადასხვა საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
ფინანსების მობილიზება სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამებიდან გაკეთებული დანაზოგებითა და ეკონომიებით მოხდა. პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით სარეზერვო ფონდიდან კიდევ 200 000 ლარია გამოყოფილი, რომლის ათვისებაც რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს.
რუსთავში 40 ახალი ავტობუსის ეტაპობრივად შემოსვლა 3 დეკემბერს ელოდებოდნენ,თუმცა როგორც რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე აცხადებს, ახალი ავტობუსების შემოსვლა 3 დეკემბრის ნაცვლად, მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ ტვ4 წერს.
მიზეზად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და პანდემიას ასახელებენ.
პანდემიის პერიოდში 12-მა მუნიციპალიტეტმა ატრაქციონების შესაძენად 2,2 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა - 800 000 ლარი, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაიხადა. გორის მერიის შემდეგ მოდის თბილისის მერია, რომელმაც ატრაქციონების შესაძენად 2 შესყიდვა განახორციელა და საერთო ჯამში 647,195 ლარი დახარჯა, - თემაზე კვლევას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, შემდეგ მოდის ბათუმის მერია, რომელმაც 646 ათასი ლარი დახარჯა, ხოლო...
გორში, ყოფილი კინოთეატრის შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჩამოართვეს და სავაჭრო ცენტრს ხსნიან, - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გორში, ვასილისა ჯაბახიძე აქვეყნებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მისი განმარტებით, ამ პროცესის უკან ძმები ხოჯევანიშვილები დგანან და ამ ობიექტზე მშენებლობასაც მათთან დაახლოებული პირი აწარმოებს.
"გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარე ყოფილი კინოთეატრის შენობას, ოცნებაახდენილი ძმები ხოჯევანიშვილების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოუხსნეს, ახლა ანგრევენ და...
10 ახალ ავტობუსს გორში უახლოეს დღეებში შემოიყვანენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელისთვის გახდა ცნობილი, ავტობუსები უკვე საქართველოს ტერიტორიაზეა გადმოყვანილი და შესაბამისი შემოწმება-დათვალიერების პროცესს გადის.
"დამირეკეს და შემატყობინეს, რომ იმ რაოდენობაში, რაც უკვე შემოყვანილია, გორის ავტობუსებიც შედის და მას ადგილზე მომავალ კვირაში ჩამოიყვანენ. ამ ეტაპზე ტრანსპორტი ყველა საჭირო ეტაპს გადის შემოწმება-დათვალიერების კუთხით და უკვე ორშაბათიდან ველოდებით ქალაქში მათ...
გორში ველობილიკების გაკეთების შემდეგ, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანების გაჩერება აიკრძალება. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"იუსტიციის სახლის სამხრეთ-დასავლეთით შემავალ გზაზე, აღმოსავლეთის მხრიდან, გზის ორივე მხარეს განთავსდება ამკრძალავი საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ , ხოლო დასავლეთის მხრიდან „შესვლა აკრძალულია” , ასევე 26 მაისის სანაპიროზე შპს „ნატვრისთვალი“-ს, კუთვნილი მიწის ნაკვეთის დასავლეთის შესასვლელთან „გაჩერება აკრძალულია", - ვკითხულობთ განკარგულების პროექტში.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნება, თბილისის მერია ამ თანხას გაზრდის. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საკრებულოს დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის პროექტი წარედგინება.
„ეს თანხა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ კვებაზე. აქ არ შედის არანაირი გადასახადები. ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები სახლში მიეწოდებათ, ვინც ამას ითხოვს. გვყავს ამისთვის ჯგუფები. არიან ადამიანები, ვისაც უჭირს მოსვლა,...
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა. კალაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.
ამასთან, კალაძემ მოლაპარაკებებში ჩართულ ელჩებს მადლობა გდაუხადა.
,,მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ჯერ ადრეა ლაპარაკი, რომელი კონკრეტული პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე. ოპოზიციურ პარტიებში არის ძალიან დიდი აზრთასხვადასხვაობა, თუმცა იმედი მაქვს, არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად და შესაბამისად,...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მომავლი წლისთვისაც პრიორიტეტი, ისევ კორონავირუსის საჭიროებები იქნება. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეფასებული საჭიროებები ძალიან მაღალია და მისი ნაწილის დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული რესურსით მოხდება.
„პრიორიტეტები მომავლი წლისთვისაც ისევ კორონავირუსის საჭიროებები იქნება. შეფასებული საჭიროება ძალიან მაღალია, აქედან ნაწილის დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული რესურსით მოხდება. აქცენტი გაკეთებული...
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.
კომპანიის ცნობით, კომპანია გლდანის რიაონში, კეცხოველის ქუჩაზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
"აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 800 მეტრი წყალმომარაგებისა და 900 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩაზე,...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩატარდება თუ არა დღეს ცესკო-ში საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი სხდომა.
„საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩატარდება თუ არა ეს შემაჯამებელი სხდომა, რადგან წინასწარ ვიცით, რასაც გააკეთებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ზუსტად იმას გააკეთებს, რაც გააკეთა პირველი ტურის შეჯამების დროს, ის, რომ საერთოდ სრული იგნორი იყო ყველა იმ...
მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია, იმიტომ, რომ უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ანტიპანდემიური მიმართულებით,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, შეზღუდვა დროებითია და თვითდასაქმებული ადამიანები შეზღუდვის შემდეგ მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.
“ეს თანხა საკმარისი არ არის. 300 ლარი არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ისაა, რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავწიოთ. ესაა დროებითი...
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის 24 თეთრით ზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება.
როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ გაიზრდება, ხოლო კომერციულ ნაწილში კომპანიისგან მოისმენენ დასაბუთებას, თუ რამდენად აუცილებელია არსებულ ვითარებაში ტარიფის ზრდა.
„პადნემიიდან გამომდინარე მართლაც არაერთი გამოწვევების წინაშე დადგა ეკონომიკა და ბიზნესი. ენერგეტიკული კომპანიებიც არაა გამონაკლისი და მათ სერიოზული სირთულეები აქვთ,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































