გორის მერიას 2 სხვადასხვა მიწის ნაკვეთის გასხვისება სურს

384

გორის მუნიციპალიტეტის მერიას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2 სხვადასხვა მიწის ნაკვეთს გასხვისება სურს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საკრებულოს დადგენილებიდან ირკვევა, რომ მერიას არ აქვს დაგეგმილი აღნიშნული მიწის ნაკვეთების რაიმე მიზნით გამოყენება, ტერიტორიების პრივატიზების შედეგად კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეივსება მათი ღირებულების შესაბამისი თანხით, აქედან გამომდინარე მერიამ საკრებულოსგან საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილებების შეტანა ითხოვა.

​გორის მერიას საპრივატიზაციოდ 59 ობიექტი აქვს გამოტანილი, ამჯერად ნუსხას 2 დაემატება:

კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 66.46.26.003.002; გორი, მშვიდობის გამზ. მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 66.45.27.25

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს დეპუტატები კენჭს 11 დეკემბერს უყრიან.