გორში იუსტიციის სახლთან მანქანების გაჩერება აიკრძალება

718

გორში ველობილიკების გაკეთების შემდეგ, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანების გაჩერება აიკრძალება. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“იუსტიციის სახლის სამხრეთ-დასავლეთით შემავალ გზაზე, აღმოსავლეთის მხრიდან, გზის ორივე მხარეს განთავსდება ამკრძალავი საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ , ხოლო დასავლეთის მხრიდან  „შესვლა აკრძალულია” , ასევე 26 მაისის სანაპიროზე შპს „ნატვრისთვალი“-ს, კუთვნილი მიწის ნაკვეთის დასავლეთის შესასვლელთან „გაჩერება აკრძალულია”, – ვკითხულობთ განკარგულების პროექტში.

​გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უწყებამ საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოსთან ერთად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მიზანშეწონილად მიიჩნია  საგზაო ნიშნების განთავსება. საკითხს 11 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.