„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა. კალაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.
ამასთან, კალაძემ მოლაპარაკებებში ჩართულ ელჩებს მადლობა გდაუხადა.
,,მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ჯერ ადრეა ლაპარაკი, რომელი კონკრეტული პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე. ოპოზიციურ პარტიებში არის ძალიან დიდი აზრთასხვადასხვაობა, თუმცა იმედი მაქვს, არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად და შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც ასე იქნება მიღებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს მოლაპარაკებების, რომელიც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით ხორციელდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ვფიქრობ, საბოლოოდ შეთანხება იქნება მიღწეული. მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული. დაველოდოთ მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს, თუ რა გადაწყვეტილებები და შეთანხმებები იქნება მიღწეული“, – განაცხადა კახა კალაძემ.