რა თანხა დახარჯა რუსთავის მუნიციპალიტეტმა პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში

306
რუსთავის მერია

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან კოვიდპანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისთვის უკვე 600 000 ლარამდეა დახარჯული. თანხა ძირითადად სოციალურ პაკეტებს, სადეზინფექციო სამუშაოებს, პირბადეებისა და სხვადასხვა საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ამის შესახებ ტვ4 წერს.

ფინანსების მობილიზება სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამებიდან გაკეთებული დანაზოგებითა და ეკონომიებით მოხდა. პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით სარეზერვო ფონდიდან კიდევ 200 000 ლარია გამოყოფილი, რომლის ათვისებაც რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს.