10 ახალ ავტობუსს გორში უახლოეს დღეებში შემოიყვანენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელისთვის გახდა ცნობილი, ავტობუსები უკვე საქართველოს ტერიტორიაზეა გადმოყვანილი და შესაბამისი შემოწმება-დათვალიერების პროცესს გადის.
“დამირეკეს და შემატყობინეს, რომ იმ რაოდენობაში, რაც უკვე შემოყვანილია, გორის ავტობუსებიც შედის და მას ადგილზე მომავალ კვირაში ჩამოიყვანენ. ამ ეტაპზე ტრანსპორტი ყველა საჭირო ეტაპს გადის შემოწმება-დათვალიერების კუთხით და უკვე ორშაბათიდან ველოდებით ქალაქში მათ შემოყვანას”, – განაცხადა ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა.