დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოხში, ქართველი მწერლის, სცენარისტის და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის სახლმუზეუმის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე პრიორიტედად დასახელდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის მოწყობა სამ იარუსიანი ტრიბუნით და სცენით, გამწვანება, სკამების, საჩრდილობლების და სანაგვე ურნების დამონტაჟება, გარე...
ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ბათუმი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა მოაწერეს.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, მემორანდუმი შესაძლებლობას იძლევა, ბათუმმა გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, ხოლო ამ პროექტში ჩართვა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ქალაქი გახდება ბავშვებზე...
პროკურატურა ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.
„ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა.
საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს...
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 300-ლარიანი დახმარება განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.
300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო პორტალზე – https://eservices.rs.ge.
რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებსა და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.
რეგისტრაცია 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება (ელექტრონული...
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 4-დან 14 დეკემბრის ჩათვლით, პროგრამის „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ ფარგლებში განაცხადების მიღებას აცხადებს.
პროგრამის მიზანია, სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში/ლიზინგის გამცემთან აღებული სესხების/შეთანხმებული სალიზინგო პროექტების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და შეუმცირდათ შემოსავალი.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში,...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ მიიღო.
ცესკო-ს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს დაამტკიცა.
ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
„ევროპულ საქართველოს“ ექნება ხუთი მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ – 36 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსს“ – ოთხი მანდატი; „ლეიბორისტულ პარტიას“ – ერთი მანდატი; „მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილს“ – ორი მანდატი; „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელს“ – ოთხი მანდატი; „გირჩს“...
წინა სტატია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერის მოვალეობის შემსრულებლის ნათია იოსელიანის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, ცესკომ კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა ყველა ის საჭირო პროცედურა, რაც არჩევნების მთლიანი პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი.
როგორც მან ხუთშაბათს ბრიფინგზე აღნიშნა, მასობრივად ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია დამოუკიდებელი ინსტიტუციის დისკრედიტაციის მიზნით, რაც მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა.
„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული ამომრჩეველი...
2020 წელს გორის მერიის ერთჯერადი ფულადი დახმარებით 200 - მდე შშმ პირმა ისარგებლა, მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასამდე ლარი გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტი შშმ პირებისთვის რამდენიმე სოციალურ პროგრამას ახორციელებს.
„ცერებრალური დამბლით დაავადებული პირები - 500 ლარი; დაუნის სინდრომით დაავადებული პირები - 500 ლარი; გლუტენის დაავადების მქონე პირები - 500 ლარი; ფენილკეტონურიით დაავადებული პირები -...
ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება. რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემმუზეუმის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
პროექტი ონის ახალ, ორსართულიან მუზეუმში საკონფერენციო დარბაზის, ფონდსაცავის, ბიბლიოთეკის, მედიათეკისა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა, რომელიც 1991 წლის მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ, ძველ-ბეჭდურ...
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდებიან. მათი განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები ელჩებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით მათ საერთო პოზიციას გააცნობენ, რომელზეც საბოლოოდ „ლელოში“ გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეჯერდნენ.
ამასთან, ერთ-ერთი საკითხი, რასაც ოპოზიციონერები შეხვედრაზე დააყენებენ, იმ წინადადებების გასაჯაროებაა, რაც ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში განიხილება.
შეგახსენებთ, გუშინ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ლელოში" გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ...
წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში, უწყვეტი წყალმომარაგებისა და დებიტის გაზრდის მიზნით, დამატებით, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტების მიმდინარეობას წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია გაეცნო.
,,წელს კურორტზე ინტენსიურად ვაწარმოებთ სამშენებლო სამუშაოებს. ბაკურიანში, დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, რაც ითვალისწინებდა ქსელის მშენებლობას, სათავე ნაგებობებისა და შემკრები რეზერვუარების მოწყობას. არსებული სისტემა შეიცვალა სრულიად ახალი სისტემებით. შესაბამისად, ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რომ წელს და მომავალ წლებშიც...
ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსკიპერის მოვალეობის შემსრულებლის ნათია იოსელიანის განცხადებით, შეჯამების თაობაზე დოკუმენტაციას ცესკო საქართველოს პარლამენტს გადასცემს.
საკანონმდებლო ორგანო კი, თავის მხრივ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, გამართავს პარლამენტის პირველ სხდომას.
„ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. შემაჯამაბელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა...
როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე, დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები მათი თვალთახედვით გაყალბებულია მანამ, ვიდრე სასურველი შედეგები არ დადგება,- ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ ცესკოს სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღონ.
მან ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყნის და ხალხის მიერ გამოხატული ხმები შემაჯამებელ ოქმშია ასახული.
„როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე, დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები...
ჩვენ ახლა ცხადად ვნახეთ პოლიტიკური პოზიციების გამოხატვა კომისიის წევრების მიერ, - ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია 3 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას.
როგორც ჟვანიამ აღნიშნა, კომისიის სხდომა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც დატოვა იგივე შემადგენლობამ, თუმცა, პარლამენტმა ამ არჩევნების შედეგად 4 წელი იმუშავა.
„რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ახლა პასუხი გავცე იმ გამოსვლებს, რაც მოვისმინეთ....
ცესკოს სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმი უნდა მიიღონ, „ნაცმოძრაობის“ წევრის გარდა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით გურგენიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ხათუნა სხირტლაძემ.
ისინი აღნიშნავენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები იყო, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც აისახა.
„ამ არჩევნებზე ცესკო მოქმედებდა ისე, როგორც ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფი იმ პარტიისა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ეს არის „ქართული...
აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა ტატამი მიიტანეს, სადაც სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების თქმით, აქცია - პერფორმანსები ყოველ დღე მოეწყობა.
"აქ სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართება, მათ შორის ჭიდაობა. დღითიდღე აქციის მონაწილეთა რიგებში ხალხი მატულობს - პროტესტის ტალღა მოსახლეობაში იზრდება და ასე ვაპირებთ გაგრძელებას, ვიდრე ჩვენი მიზანი მიღწეული არ იქნება - ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები "- აცხადებენ აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































