აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა ტატამი მიიტანეს და სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს

551

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა ტატამი მიიტანეს, სადაც სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების თქმით, აქცია – პერფორმანსები ყოველ დღე მოეწყობა.

“აქ სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართება, მათ შორის ჭიდაობა. დღითიდღე აქციის მონაწილეთა რიგებში ხალხი მატულობს – პროტესტის ტალღა მოსახლეობაში იზრდება და ასე ვაპირებთ გაგრძელებას, ვიდრე ჩვენი მიზანი მიღწეული არ იქნება – ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები “- აცხადებენ აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები.