ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

621

ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსკიპერის მოვალეობის შემსრულებლის ნათია იოსელიანის განცხადებით, შეჯამების თაობაზე დოკუმენტაციას ცესკო საქართველოს პარლამენტს გადასცემს.

საკანონმდებლო ორგანო კი, თავის მხრივ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, გამართავს პარლამენტის პირველ სხდომას.

„ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. შემაჯამაბელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 511853. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მილიონ 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო. შემაჯამებელ ოქმში დეტალურად არის ასახული ინფორმაცია სარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტების და მანდატების შესახებ. შეჯამების თაობაზე დოკუმენტაციას ცესკო საქართველოს პარლამენტს გადასცემს. საკანონმდებლო ორგანო კი, თავის მხრივ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, გამართავს პარლამენტის პირველ სხდომას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციუილი სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემთ არჩეული 30 პარლამენტის წევრისგან.

გვინდა განვაცხდოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ურთულესი გამოწვევის- პანდემიის პირობებში შეძლო არჩევნების ორგანიზება ამომრჩევლისთვის ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოში. არჩევნების დღეს დაცული იყო ყველა პირობა იმისთვის, რომ საარჩევნო უბანზე მოქალაქეებს თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებიან მათი არჩევანი. აღსანიშნავია, რომ ცესკო-მ უზრუნველყო სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირების კენჭისყრაში მონაწილეობა“, – განაცხადა იოსელიანმა.