რომელ პარტიას რამდენი მანდატი აქვს ცესკოს მიერ დამტკიცებული საბოლოო შედეგებით

91

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ მიიღო.

ცესკო-ს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს დაამტკიცა.

ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

„ევროპულ საქართველოს“ ექნება ხუთი მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ – 36 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსს“ – ოთხი მანდატი; „ლეიბორისტულ პარტიას“ – ერთი მანდატი; „მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილს“ – ორი მანდატი; „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელს“ – ოთხი მანდატი; „გირჩს“ – ოთხი მანდატი; „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ – 90 მანდატი, აქედან 60 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული; „ლელოს“ – ოთხი მანდატი.