ცესკო-ს სხდომა „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმაც დატოვეს

461

ცესკოს სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმი უნდა მიიღონ, „ნაცმოძრაობის“ წევრის გარდა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით გურგენიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ხათუნა სხირტლაძემ.

ისინი აღნიშნავენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები იყო, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც აისახა.

„ამ არჩევნებზე ცესკო მოქმედებდა ისე, როგორც ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფი იმ პარტიისა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ეს არის „ქართული ოცნება“. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შუალედური არჩევნები ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მკაცრად შეაფასეს. ის ჩემთვის ძალიან გულსატკენ შეფასებებს მოიცავს. 13 წელია ცესკო-ს წევრი ვარ და არასდროს ასეთი მკაცრი შეფასება, არცერთ არჩევნებზე არ მომისმენია“,-განაცხადა გურგენიძემ.

ცნობისთვის, მანამდე ცესკო-ს სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ დატოვა.