გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოებრივი წესრიგის მოსაწერიგებლად, რიგის მარეგულირებელი აპარატის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
უწყებამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 25 775 ლარი გაითვალისწინა. ამ თანხაში გამარჯვებულმა კომპანიამ აპარატის მონტაჟიც უნდა უზრუნველყოს.
"სისტემა უნდა იყოს სრულად რეალიზებული web ტექნოლოგიებზე. სისტემა უნდა გამორიცხავდეს მომსახურების ცენტრში, ადგილზე რაიმე ტიპის სერვერის საჭიროებას, სისტემაში ჩართულ ოპერატორების სამუშაო კომპიუტერში არ უნდა საჭიროებდეს სტანდარტული ინტერნეტ ბროუზერის გარდა რაიმე დამატებით პროგრამული უზრუნველყოფის არსებობას. სისტემა...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრებმა სამეგრელოში 80-ზე მეტი ინფრასტრუქტული პრობლემა და საჭიროება გამოავლინეს. ინფორმაციას TI ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ორივე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობებისგან კომუნალური ინფრასტრუქტურის გამართვას ითხოვს, კერძოდ, პრობლემურია გზის საფარის არსებული მდგომარეობა ბევრ დასახლებულ პუნქტში, ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების გაუმართაობა, სოფლების საექიმო ამბულატორიებში არსებული ვითარება, საბავშვო ბაღების ნაწილის ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემადგენლობა და გრაფიკი, რეკრეაციულ ზონებში არსებული მდგომარეობა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში არსებულ ხანდაზმულთა სახლს ემიგრანტები დაეხმარნენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სახლის ხელმძღვანელი ლუდა სალია ამბობს, რომ მსგავსი დახმარება ემიგრანტების მხრიდან, სისტემატურია.
"ჩვენი ემიგრანტი გულისხმიერი გოგოები, იტალიაში, ქალაქ ბარში არიან. ისინი სისტემატიურად აწვდიან ჰიგიენურ საშუალებებს საოკუპაციო ზოლთან მდებარე ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლს.მადლობა მათ გულისხმიერებისა და გვერდში დგომისთვის" , - აცხადებს ლუდა სალია.
ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს გასულ თვეში, კორონავირუსზე ტესტირებაც ჩაუტარდათ. ვირუსი არცერთ მათგანს...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრები არ დარიგდება, ქალაქის ქუჩებსაც წინა წლებში ნაყიდი განათებებით მორთავენ. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის მიზერული თანხა დაიხარჯება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალქალაქის მერია 2021 წლის აღსანიშნავად, თავდაპირველად 14 100 ლარის დახარჯვას გეგმავდა, მაგრამ საკრებულოს გადაწყვეტილებით ეს თანხა 4 000–ლარამდე შემცირდა.
„განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ ხარჯები უნდა შემცირდეს, ბიუჯეტიდან 4 000 ლარი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისთვის, რომ მოქალაქეებს სტაციონალურ დაწესებულებებთან, ტესტირების რიგში დგომა არ მოუწიოთ, ასევე დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები, აუცილებელია კლინიკებმა შაბათ-კვირასაც შეძლონ Covid-19-ზე ტესტირების ჩატარება.
გამყრელიძის თქმით, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს.
„მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, სტაციონალური დაწესებულებების თანამშრომლებს, რომ იყვნენ აუცილებლად მორიგეები, რადგან ადამიანებისთვის შაბათ-კვირასაც ხელმისაწვდომი იყოს ტესტირება და იმედია, რომ ჩემი კოლეგები, სამედიცინო...
გორში, სახელოსნო "კრეატორიუმმა" სოციალური კამპანია წამოიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც ინიციატორები ამობობენ, კამპანიის მიზანია, პანდემიის ფონზე დაეხმარონ გაჭირვებულებს.
"ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ფონზე, კრეატორიუმის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეული გაყიდული ნივთიდან 3ლარი გადარიცხოს ჩვენივე შექმნილ ანგარიშზე, რომლითაც დავეხმარებით გაჭირვებულ ოჯახებს! ეს იქნება საკვები, ჰიგიენა, ბავშვის მოვლის და კვების საშუალებები და ა.შ.", - ამბობენ "კრეატორიუმში".
ინიციატივის ფარგლებში , სახელოსნო სხვადასხვა ორგანიზაციებს კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალა თელავში, ჯერაც არ ჩამოუხსნიათ, არადა კანონის მიხედვით, ყველა მათგანს ამის ვალდებულება აქვს. საჯარო სივრცეებში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები, ისევ განთავსებულია. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა ვარდოშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ მასალის ჩამოხსნას არ აპირებს.
“წინასაარჩევნოდ, “ქართული ოცნების” კანდიდატის, ირაკლი...
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ეკლესიისთვის იმ ტერიტორიების გადაცემას ითხოვს, სადაც ახლა დასასვენებელი სკვერებია. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ეპისკოპისი იაკობის განცხადებით, მიწის ნაკვეთები ახლა სიღნაღის მერიის ბალანსზეა. ის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, რათა გადაეცეს ის ტერიტორიები, სადაც საბჭოთა კავშირის მმართველობამდე ქართული ეკლესიები იყო და შემდეგ ბოლშევიკებმა დაანგრიეს.
„სიღნაღში ორი ტაძარი იყო, ერთი ცენტრში და მეორე მუზეუმის მხარეს, რომელიც კომუნისტების დროს...
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს გადაწყვეტილება გუშინ, 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
ჩემპიონატს ორი ქვეყანა, საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. გახსნის ცერემონია რუმინეთში შედგება, ფინალური მატჩი და ტურნირის დახურვის ღონისძიება კი ჩვენს ქვეყანაში გაიმართება.
2023 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები 4 ჯგუფად იქნება დაყოფილი. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. საქართველოს და რუმინეთის ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრებები ფინალურ ეტაპზე,...
გურჯააანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება. სოფელ გურჯაანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დამთავრდა, ახლა კი შიდა საუბნო გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები გრძელდება სხვა ობიექტებზეც.
რა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი მიიღო.
სხდომას არ ესწრებოდნენ კომისიის წევრები„ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“. სხდომის მუშაობაში ოპოზიციიდან მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი მონაწილეობდა. სხდომას „კოვიდ 19“-ის დიაგნოზის გამო ვერ დაესწრო კომისიის მუდმივმოქმედი წევრი.
საბოლოო შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 14 „ქართულმა ოცნებამ“, შვიდი კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. ვინაიდან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა...
მთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ბილიკი, კაპნისთავის ტურისტული ბილიკი შეემატა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.
„ სოფელი კაპნისთავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრითაა დაშორებული, გამორჩეულია ჩანჩქერებით, ღია მუზეუმით, ძველი წისქვილებითა და ბუნებაში არსებული ულამაზესი საფეხმავლო ბილიკით. კაპნისთავის ტურისტულ მარშრუტზე სტუმრებს საშუალება...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პუნქტების რაოდენობა, სადაც თბილისში კორონავირუსზე ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი, გაიზრდება.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ ეტაპზე, იმ 40 დაწესებულებას, რომელიც ტესტებს ახლა ატარებს, პოლიკლინიკები და ამბულატორიები დაემატება, შემდეგ ეტაპზე კი, აფთიაქების და სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილიც.
„აფთიაქების დამატება არ არის გამორიცხული, მაგრამ ტესტირების აღებისთვის საჭიროა შესაბამისი სივრცე. თუ ვნახავთ,...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგ, შემაჯამებელ დოკუმენტს დღეს, 4 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მიიღებენ.
აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 მანდატია, აქედან უმეტესობა "ქართულ ოცნებას" აქვს. პროპორციული სიით 18 მანდატიდან, 11 "ოცნებას" ხოლო 7 – "ენმ"–ს ერგო. აჭარის სამივე მაჟორიტარულ ოლქშიც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.
აჭარაში ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 5%–იანი ბარიერი გადალახა "ნაციონალური მოძრაობაა", თუმცა ისინი, მოპოვებული მანდატების მიუხედავად აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ....
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი სამინისტროს არსებობის ისტორიაშიყველაზე მაღალი იქნება და 551,3 მილიონი ლარით (30%-ით) გადააჭარბებს 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს,- ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2,371,630,000 ლარიდან ყველაზე დიდი ნაწილი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
"37,8%-ით (853 მილიონი ლარი) გაიზრდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსება, გაგრძელდება რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების სამუშაოები, დასრულდება ბათუმის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































