გორში, სახელოსნო “კრეატორიუმმა” სოციალური კამპანია წამოიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც ინიციატორები ამობობენ, კამპანიის მიზანია, პანდემიის ფონზე დაეხმარონ გაჭირვებულებს.
“ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ფონზე, კრეატორიუმის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეული გაყიდული ნივთიდან 3ლარი გადარიცხოს ჩვენივე შექმნილ ანგარიშზე, რომლითაც დავეხმარებით გაჭირვებულ ოჯახებს! ეს იქნება საკვები, ჰიგიენა, ბავშვის მოვლის და კვების საშუალებები და ა.შ.”, – ამბობენ “კრეატორიუმში“.
ინიციატივის ფარგლებში , სახელოსნო სხვადასხვა ორგანიზაციებს კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.