ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლს ემიგრანტები დაეხმარნენ

362

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში არსებულ ხანდაზმულთა სახლს ემიგრანტები დაეხმარნენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სახლის ხელმძღვანელი ლუდა სალია ამბობს, რომ მსგავსი დახმარება ემიგრანტების მხრიდან, სისტემატურია.

“ჩვენი ემიგრანტი გულისხმიერი გოგოები, იტალიაში, ქალაქ ბარში არიან. ისინი სისტემატიურად აწვდიან ჰიგიენურ საშუალებებს საოკუპაციო ზოლთან მდებარე ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლს.მადლობა მათ გულისხმიერებისა და გვერდში დგომისთვის” , – აცხადებს ლუდა სალია.

ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს გასულ თვეში,  კორონავირუსზე ტესტირებაც ჩაუტარდათ. ვირუსი არცერთ მათგანს არ დადასტურებია.