გორის მუნიციპალიტეტის მერია რიგის მარეგულირებელ აპარატს იყიდის

254

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოებრივი წესრიგის მოსაწერიგებლად, რიგის მარეგულირებელი აპარატის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

უწყებამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 25 775 ლარი გაითვალისწინა. ამ თანხაში გამარჯვებულმა კომპანიამ აპარატის მონტაჟიც უნდა უზრუნველყოს.

“სისტემა უნდა იყოს სრულად რეალიზებული web ტექნოლოგიებზე. სისტემა უნდა გამორიცხავდეს მომსახურების ცენტრში, ადგილზე რაიმე ტიპის სერვერის საჭიროებას, სისტემაში ჩართულ ოპერატორების სამუშაო კომპიუტერში არ უნდა საჭიროებდეს სტანდარტული ინტერნეტ ბროუზერის გარდა რაიმე დამატებით პროგრამული უზრუნველყოფის არსებობას. სისტემა უნდა იძლეოდეს არანაკლებ შემდეგი მახასიათებლების კონფიგურირების უფლებას: შეთავაზებული სერვისები სხვადასხვა სერვისებს შორის პრიორიტეტები გადამისამართების ლოგიკა შესაძლებელი უნდა იყოს სისტემაში ბილეთზე დასატანი ინფორმაციის (ლოგო, დინამიური ინფორმაცია, მიმდინარე აქციები) კონფიგურირება ლოკალური პერსონალის მიერ ყოველგვარი IT განათლების ან მომწოდებლის/მწარმოებლის სავალდებულო ჩარევის გარეშე”, – წერია დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ აპარატის მიწოდება და მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა შეასრულოს.