გამყრელიძე მოუწოდებს რეგიონების კლინიკებს, კორონავირუსზე ტესტირება შაბათ–კვირასაც ჩაატარონ

447

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისთვის, რომ მოქალაქეებს სტაციონალურ დაწესებულებებთან, ტესტირების რიგში დგომა არ მოუწიოთ, ასევე დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები, აუცილებელია კლინიკებმა შაბათ-კვირასაც შეძლონ Covid-19-ზე ტესტირების ჩატარება.

გამყრელიძის თქმით, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს.

„მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, სტაციონალური დაწესებულებების თანამშრომლებს, რომ იყვნენ აუცილებლად მორიგეები, რადგან ადამიანებისთვის შაბათ-კვირასაც ხელმისაწვდომი იყოს  ტესტირება და იმედია, რომ ჩემი კოლეგები, სამედიცინო მუშაკები ამას გამოეხმაურებიან და შესაბამისად მათი ხელმძღვანელებისგან იქნება კონსესუსი ამ ორი თვის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად მოვიცვათ გამოკვლევების თვალსაზრისით მოსახლეობა“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შემოღებული ახალი შეზღუდვების პერიოდში, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება და კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად, საქართველოს მასტაბით ყველა სტაციონალურ დაწესებულებაში მოთავსებულ მოქალაქეს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გამოიკვლევენ. გარდა ამისა, ამგვარი ტესტირება უფასო იქნება ყველასთვის, ვისაც კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ანტიგენით დაწყებული გაფართოებული ტესტირებისას ერთ დღეში ინფიცრების 1 400 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.