სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზში, მუნიციპალიტეტში 2020 წელს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ანგარიში გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მერის ანგარიში 2020 Facebook Live-ის ფორმატში ჩატარდა. პრეზენტაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი,...
ის, ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში, ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “რესპუბლიკელების” განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პარტია ბოიკოტის პარალელურად მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს. მისივე თქმით, ოპოზიციაში კრისტალიზაციის პროცესია და ყველა პროცესს სჭირდება...
მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახელესთან შეკრებილმა 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გააფორმა. პირველი დოკუმენტი არის მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით, მოიპოვეს მანდატები, თუმცა...
მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა კონსტიტუციის დადგენილი წესით პრეზიდენტმა გახსნა, რომელიც პარლამენტში შეკრებილებს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს. პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერმინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და სასულიერო პირები. აღსანიშნავია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი, თუმცა პარლამენტი ხმათა უმრაველოსობით 150-ვე წევრის უფლებამოსილებას ცნობს. ამის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება...
საქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რესპუბლიკური პარტია“ ბოიკოტის პარალელურად მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს. “საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს...
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, მეათე მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა, თუმცა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტირების გამო, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანო 90 დეპუტატით დაიწყებს ფუნქციონირებას. საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და დღეს სიის ჩახსნას გეგმავს ბარიერგადალახული 8 ოპოზიციური პარტიიდან 7 - „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, "ლეობორისტული პარტია" და "გირჩი". განსხვავებული პოზიცია აქვს და მანდატებს...
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ისურვებდა, ცვლილებებისთვის მებრძოლი ოპოზიცია პარლამენტში ნახოს და არა ქუჩაში. "ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისკენ, რომ მან შეძლოს იბრძოლოს ცვლილებისთვის პარლამენტში და არა ქუჩაში. პარტიის ლიდერებმა. ბოლო 6 კვირის განმავლობაში უდიდესი შრომა ჩადეს იმ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის გეგმის შემუშავებაში, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას წლებია აქვს. ვფიქრობ, ამან აჩვენა, რომ...
საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, ნათია თურნავა კერძო ბაღების წარმომადგენლებს, მათ ასოციაციებს შეხვდა და სექტორში პანდემიის გამო არსებული პრობლემები განიხილა. „საინტერესო და ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა. ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, რადგან ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით. მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესების პრობლემებთან - მათ შორის არის ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა, საიჯარო ქირის გადახდა და პრობლემები გადასახადებთან...
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღეს პარლამენტთან მემორანდუმს ხელს არ მოაწერს, რადგან მსგავს დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი აქვს. მისი თქმით, არაა საჭირო იმის მტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმშია. "სამჯერ მაქვს უკვე მსგავს დოკუკმენტზე ხელი მოწერილი. ერთხელ მარიოტში მოვაწერეთ და ერთი-ორჯერ სადღაც, რაღაც დაფებზე მოვაწერე. რავი, არავის არ ჭირდება იმის დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ. რაღაც პროცედურებია დარჩენილი, რომელიც გასავლელია და...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დღეს ოფიციალურად ამბობს უარს სადეპუტატო მანდატებზე, ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებებს აზრი მაინც აქვს. როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, ვიდრე იქნება შესაძლებლობა, ოპოზიცია უარს არ იტყვის ამ მოლაპარაკებებზე. „მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი. მაშინაც კი, როდესაც ბატონი კობახიძე საერთოდ აბსურდულ და ყველანაირ კანონსმოკლებულ განცხადებებს აკეთებს დაშინებაზე, შანტაჟზე, ოპოზიციური პარტიების გაქრობაზე და ა.შ. მათგან განსხვავებით, ჩვენ მაინც...
ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად. "ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა...
საქართველოს პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მივიდა. ჟვანიას პარლამენტის შენობაში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილებისა და „სირცხვილის კორიდორის“ გავლის ფონზე მოუწია. „მონა, მონა"- ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი. სწორედ ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში ახალი მოწვევის დეპუტატებიც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დარჩებიან პარლამენტის შენობასთან მე-10...
"ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქტივისტების შეძახილების ფონზე უწევთ. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი. "მონა, მონა" - ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დარჩებიან პარლამენტის შენობასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად. აქციაზე აქტივისტებმა ყვავილები მიიტანეს და პარლამენტის შესასვლელთან დაყარეს. მათი თქმით, ეს არის იმის...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 721 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 56 ფიზიკური პირი დააჯარიმა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის...
"მოქალაქეების'' ლიდერი დღეს, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მისვლას არ აპირეს, თუმცა, არც ოპოზიციის შეკრებაზე მივა, სადაც პარტიები მემორანდუმს ხელს მოაწერენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე. "რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, ჩვენი მიზანი არის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმდეს შეთანხმება, მე ვიტყოდი, ისტორიული, სადაც პოლიტპატიმრებზე იქნება თუ რიგგარეშე არჩევნებზე იქნება, თუ, რაც მთავარია, საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, ამაზე შევთანხმდით და...
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დღეს პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან, სადაც გადაწყვეტილების გაფორმება მოხდება. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და "ლეიბორისტული პარტია". ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს "გირჩი". მანდატებს ინარჩუნებს ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები". აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ