31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, მეათე მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა, თუმცა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტირების გამო, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანო 90 დეპუტატით დაიწყებს ფუნქციონირებას. საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და დღეს სიის ჩახსნას გეგმავს ბარიერგადალახული 8 ოპოზიციური პარტიიდან 7 – „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, “ლეობორისტული პარტია” და “გირჩი”. განსხვავებული პოზიცია აქვს და მანდატებს ინარჩუნებს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”.
რაც შეეხება ახალ პარლამენტში მანდატების გადანაწილებას, ყველაზე მეტი – 90 მანდატი (60 – პროპორციული წესით, 30 – მაჟორიტარული წესით) “ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
დანარჩენ რვა პოლიტიკურ გაერთიანებას შორის კი, მანდატები ასე გადანაწილდა:
ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” – 36 მანდატი; “ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი; “პატრიოტთა ალიანსი” – 4 მანდატი; “ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი; “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 2 მანდატი; ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” – 4 მანდატი; “გირჩი“ – 4 მანდატი; “ლელო“ – 4 მანდატი;