ელისაშვილი, არც პარლამენტში მისვლას არ აპირებს და არც ოპოზიციის მემორანდუმს არ მოაწერს ხელს

434

“მოქალაქეების” ლიდერი დღეს, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მისვლას არ აპირეს, თუმცა, არც ოპოზიციის შეკრებაზე მივა, სადაც პარტიები მემორანდუმს ხელს მოაწერენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე.

“რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, ჩვენი მიზანი არის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმდეს შეთანხმება, მე ვიტყოდი, ისტორიული, სადაც პოლიტპატიმრებზე იქნება თუ რიგგარეშე არჩევნებზე იქნება, თუ, რაც მთავარია, საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, ამაზე შევთანხმდით და ამაზე ხელი მოვაწეროთ, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ეს ჩაიშალა რა ტქმა უნდა ჩვენ არ შევალთ პარლამენტში, არავის არ ეხარბება პარლამენტში შესვლა. იმ მემორანდუმს და რაღაცა შოუს რასაც აპირებენ – არა რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილოა, რომ უმანდანტო ტიპები: ბოკერიები, უგულავები, ბესელია მიდიან და მანდატებს უხევენ სხვებს. ისტორიული მომენტია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვგლიჯოთ ხელისუფლებას წესიერი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი

დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “ევროპული საქართველო”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “ლელო საქართველოსთვოს”; “ლეიბორისტული პარტია” – ეს ოპოზიციური პარტიები, 12 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

აქვე გეტყვუთ, რომ 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება. საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან სამართალადამცველთა მობილიზებაა, პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.