მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა კონსტიტუციის დადგენილი წესით პრეზიდენტმა გახსნა, რომელიც პარლამენტში შეკრებილებს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს.
პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერმინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და სასულიერო პირები.
აღსანიშნავია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი, თუმცა პარლამენტი ხმათა უმრაველოსობით 150-ვე წევრის უფლებამოსილებას ცნობს. ამის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.