“ქართული ოცნების” დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქტივისტების შეძახილების ფონზე უწევთ

327

“ქართული ოცნების” დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქტივისტების შეძახილების ფონზე უწევთ. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი. “მონა, მონა” – ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დარჩებიან პარლამენტის შენობასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად.

აქციაზე აქტივისტებმა ყვავილები მიიტანეს და პარლამენტის შესასვლელთან დაყარეს. მათი თქმით, ეს არის იმის სიმბოლო, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებს “უკანასკნელ გზაზე აცილებენ”.

პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.