მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა, - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც USAID/Georgia ავრცელებს. USAID-ის შეფასებით, ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა. “USAID აფასებს ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან “სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). ჩვენი თანამშრომლობით მხარს ვუჭერთ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც...
თბილისის მერია 2021 წლის საახალწლო კონცერტის მოსაწყობად 491 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. უწყება მომსახურებას გამარტივებული წესით შეისყიდის. კონცერტს მაყურებელი არ დაესწრება და საზოგადოება მას პირდაპირ ეთერში იხილავს. ამის შესახებ On.ge წერს. მერიაში აღნიშნავენ, რომ საახალწლო გალა კონცერტის კონცეფცია ეფუძნება წლის მოვლენას — სახლების აივნებზე, ტერასებზე, სახურავებსა და ფანჯრებიდან მოწყობილი პერფორმანსების იდეას. კერძოდ, სცენის დეკორაცია მოწყობილი იქნება როგორც რამდენიმე სართულიანი აივნებიანი,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 863 ფაქტი გამოვლინდა. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დასრულდა პროექტი „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. „აღნიშნული პროექტის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით ონლაინ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი...
2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვაგრძელებდით რეფორმებს, ვაუმჯობესებდით ჩვენი სერვისების ეფექტურობას, ბიზნესებისთვის და ინვესტორებისთვის შევქმენით უფრო მეტად კომფორტული და მიმზიდველი გარემო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს 2020 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ეკონომიკის სამინისტროში ამოქმედდა პროექტი „სახელმწიფო - შენი პარტნიორი", სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, იუსტიციის სახლის და საზოგადეობრვი...
ზუგდიდში, ნგრევად შენობებში მცხოვრები 360 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ გადასცეს. ამ...
აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან, სადაც მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაგვის ურნები მიიტანეს. „ურნები მათი სიმბოლოა, რადგან ეს დეპუტატები სანაგვეზე არიან გასაშვები. მათ გააყალბეს არჩევნები და ჩვენ არ შევეგუებით ამას",- აცხადებს აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძე. აქციის მონაწილეებმა სტიკერები „ხმების ქურდები", აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გააკრეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
თელავის მერიასთან ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები თელავის მერიასთან მივიდნენ და შოთა ნარეკლიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა პოლიცია შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს. სამართალდმცველების მოწოდებას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილების მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ მერიის თანამშრომლებმა მუქარა განახორციელეს და პროტესტის შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. "ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ, ვითხოვთ ხალხის არჩეულ მერთან შეხვედრას. ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს! პოლიცია ჩააყენეს და არ გვიშვებენ",...
ევანშისტული, რევოლუციური და ამ ტიპის სცენარები ჩვენი ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ. თუ შეთანხმება არ მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ მიდიხარ და რევოლუციას აწყობ, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ამით ხაზარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და საკუთარი და თავისი თანაგუნდელების პოზიცია დააფიქსირა. ხაზარაძის განმარტებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმება უნდა მოახერხოს. "ლელო" ყოველგვარ რევოლუციურ მოწოდებას ემიჯნება. მინდა, ეს ძალიან მკაფიოდ...
გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს, - ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო. „მე გადავწყვიტე...
ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები ოფიციალურად გაუქმდა. პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარემ პარტიების თავმჯდომარეთა მიმართვის საფუძველზე გამოსცა. ცესკოს აღნიშნული მოთხოვნით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძალა ერთობაშიამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მიმართა.
ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, თურმე, ძნელია, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?! ჩვენც გვყავს პატარა შვილები, - ასე უპასუხა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, მის ოჯახზე განხორციელებულ ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით. წულუკიანის თქმით, არ აპირებს, რომ ნიკა გვარამიას...
შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან მნიშვნელოვანია სტაბილიზაციის ინფექციის მაჩვენებლის კლებისკენ წაყვანა და მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიწყებთ მსჯელობას და ასევე, კომუნიკაციას კერძო სექტორთან,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციები მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების კომპონენტის ფონზე. „თქვენ აკვირდებით, რომ მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია ხდება ინფექციის გავრცელების, რაც ასევე, მოსალოდნელი იყო. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორად იყო შერჩეული რეგულაციები იმისთვის,...
გორში ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. გორის მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 39 944 ლარია. პროექტის მიხედვით, მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილი, ფანჩატური, ატრაქციონები, განათება, რეზინის ფილები, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები. "სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარე წელს 38 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. 2020 წელს პროგრამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო.
ქუთაისის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში გადააგზავნა. დაკორექტირების შემდეგ ბიუჯეტის მოცულობა 60 860 500 ლარს შეადგენს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის განცხადებით, თანხები ბიუჯეტში არსებულ სოციალურ პროგრამებს დაემატა. მისივე განმარტებით, საკრებულოდან ტექნიკური ხასიათის შენიშვნები იყო მიღებული, რაც გაითვალისწინეს. "ბიუჯეტი შესაძლებლობიდან და რესურსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოგებულია მოსახლეობის ინტერესებს,"-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ. 2021 წლის...
ქუთაისში საარჩევნოსააგიტაციო მასალები, საარჩევნო სუბიექტების ნაცვლად, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. არც თუ ისე მარტივი სამუშაო, რასაც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, ვალდებულების მიუხედავად, ყოველ არჩევნებზე არიდებს თავს, წელსაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი  შრომის შემსრულებლებს დაეკისრათ. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებში" დასაქმებულებმა შესაბამისი დავალება 10 დეკემბერს მიიღეს და რამდენიმე ქუჩაც დაასუფთავეს. თავად თანამშრომლები დავალებას არ ეთანხმებიან და პირად საუბრებში აცხადებენ, რომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ