თელავის მერიასთან ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები თელავის მერიასთან მივიდნენ და შოთა ნარეკლიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა პოლიცია შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს. სამართალდმცველების მოწოდებას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილების მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ მერიის თანამშრომლებმა მუქარა განახორციელეს და პროტესტის შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
“ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ, ვითხოვთ ხალხის არჩეულ მერთან შეხვედრას. ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს! პოლიცია ჩააყენეს და არ გვიშვებენ”, – განაცხადეს სამოქალაქო აქტივისტებმა.
ისინი აცხადებენ, რომ დაშალს არ აპირებენ და პროტესტს პოლიციას სამმართველოსთან გააგრძელებენ.