ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, თურმე, ძნელია, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?! ჩვენც გვყავს პატარა შვილები, – ასე უპასუხა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, მის ოჯახზე განხორციელებულ ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით.
წულუკიანის თქმით, არ აპირებს, რომ ნიკა გვარამიას ოჯახზე „ნიანგის ცრემლები გადმოყაროს“.
„თქვენ, „ტვ პირველი“ ჩემს სახლში ბევრჯერ ხართ ბავშვების თანდასწრებით შემოვარდნილები და ამიტომ, ცოტა ტონს დაუწიეთ. კითხვებს სვამთ, მე გპასუხობთ, რომ ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა, ეს არის საცოდაობა, სანახაობა კი არა. „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“ ძალიან ბევრჯერ ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმისშვილებთან მოტყუებით სახლებში მიკროფონით არის შევარდნილი. ამიტომ, თუ ნიკა გვარამიას ჰყავს ოჯახი, სხვებსაც გვყავს და ყველამ დაიცავით სტანდარტი.“ტვ პირველზე“ და „მთავარ არხზე“ ვსაუბრობ, რომ ყველას ოჯახში ხართ შევარდნილი ბავშვების თანდასწრებით და ნიანგის ცრემლებს ნიკა გვარამიას ოჯახზე, რა თქმა უნდა, მე არ გადმოვყრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.