ჯანდაცვის მინისტრი: შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის

351

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან მნიშვნელოვანია სტაბილიზაციის ინფექციის მაჩვენებლის კლებისკენ წაყვანა და მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიწყებთ მსჯელობას და ასევე, კომუნიკაციას კერძო სექტორთან,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაციები მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების კომპონენტის ფონზე.

„თქვენ აკვირდებით, რომ მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია ხდება ინფექციის გავრცელების, რაც ასევე, მოსალოდნელი იყო. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორად იყო შერჩეული რეგულაციები იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეხდინა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის შემცირება. ჩვენ დამატებით კიდევ ვიმსჯელებთ ამ კვირის განმავლობაში, ვინაიდან, რა თქმა უნდა, მიზანი არის არა მხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ უკვე ინფექციის გავრცელების კლებაზე მუშაობა,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.