გორის მერია: ნადირაძის და გვერდწითელის ქუჩების მიმდებარედ სკვერი ეწყობა

388

გორში ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

გორის მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 39 944 ლარია. პროექტის მიხედვით, მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილი, ფანჩატური, ატრაქციონები, განათება, რეზინის ფილები, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები.

“სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარე წელს 38 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. 2020 წელს პროგრამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო.