აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად, ოპოზიცია აქციას გამართავს

275

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან, სადაც მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაგვის ურნები მიიტანეს.

„ურნები მათი სიმბოლოა, რადგან ეს დეპუტატები სანაგვეზე არიან გასაშვები. მათ გააყალბეს არჩევნები და ჩვენ არ შევეგუებით ამას”,- აცხადებს აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძე.

აქციის მონაწილეებმა სტიკერები „ხმების ქურდები”, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გააკრეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.