ქუთაისის მუნიციპალიტეტს, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ქუთაისში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების X საკონსულტაციო ფორუმი ჩატარდება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და EPA- ს აღმასრულებელმა მდივანმა სტეფანო დომინიონიმ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნან „ მმართველი კომიტეტი“,...
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებულ სანქციებზე უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ. მათი შეშფოთების საგანი ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები გახდა. ამ მიზნით კანონპროექტია ინიცირებული, რაც მათ შორის მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმება-შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.
"მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა...
2021 წლის საახალწლო განათებებისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში თბილისის მერიამ თითქმის ერთი მილიონი, 986 524 ლარი დახარჯა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს მერიაში მიაწოდეს. ამის შესახებ On.ge წერს.
როგორც უწყებაში ამბობენ, შესყიდვის ობიექტების მოწოდებას უზრუნველყოფს სამი კომპანია:
შპს დანდი — საახალწლო სტრინგები;
შპს ბენ 3 — საახალწლო გირლიანდები;
შპს ღამის შოუ სტუდია — საახალწლო ნათურები და აქსესუარები.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის...
პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება.
მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტში ამ დროის მდგომარეობით შესული არ არის, თუმცა არსებული ინფორმაციით, დღის ბოლომდე შევა.
განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში მომავალი კვირიდან დაიწყება. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
მინისტრთა კაბინეტს კვლავ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
2021 წელს ქალაქი ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მეათე საკონსულტაციო ფორუმს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი საქართველოს მხრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ხოლო ევროპის საბჭოს მხრიდან - გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების აღმასრულებელმა მდივანმა სტეფანო დომინიონმა მოაწერეს.
„2021 წლის 29 სექტემბერიდან 1-ელ...
მიკვირს იმ მოქალაქეების, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. გარწმუნებთ, 0.1% არ არსებობს შანსი იმისა, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების შეხვედრა იმართება.
მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ახალი არჩევნების გარეშე ვერ განიმუხტება.
„ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ არჩევნების იდეა გადარჩეს და...
სანამ პატარა ფანჯარა, ნახევარი პროცენტიც კი რჩება მოლაპარაკების შესაძლებლობის, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეცდება, რომ ეს მოლაპარაკება არ ჩაშალოს, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებებიდაც რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ კეტავს მოლაპარაკების ყველანაირ შესაძლებლობას.
„გუშინდელი ყოვლად არაკანონიერი, კონსტიტუციიდან გასული მუქარები, ტერორი და...
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად 2021 წლის გაზაფხულისთვის სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადებას იწყებენ. მელიას თქმით, ხელისუფლებას უნდა თუ არა ეს, ხელახალი არჩევნები მაინც დაინიშნება.
"გარწმუნებთ, ახალი არჩევნები დაინიშნება, მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს თუ არა. თუ არ დანიშნავს, საზოგადოება აუცილებლად დაანიშნიებს ახალ არჩევნებს. ჩვენ დავიწყებთ სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობის მზადებას გაზაფხულისთვის და ვნახოთ ერთი აბა, რამდენად შეძლებს ბიძინა...
სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა“,-ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, რეგიონში ამჟამად 6 კოვიდკლინიკა ფუნქციონირებს.
„გვაქვს კარგი ინფორმაცია, ჩვენს რეგიონში გავხსენით მეექვსე კოვიდკლინიკა, რომელიც 40 საწოლზეა გათვლილი. კლინიკა ,,ლაზიკამედი" სენაკში მდებარეობს და იმ პაციენტებს მოემსახურება, ვისაც ვირუსის გართულებული ფორმა აქვთ და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ჩვენ ახალი კოვიდკლინიკის გახსნით, რეგიონში კოვიდ საწოლების რაოდენობა...
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟის განსახორციელებლად 4 დღეს აძლევს.
ამის შესახებ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ ბრიფინგზე განაცხადა.
„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სისტემატურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო შენობა-ნაგებობა დააფიქსირა. ვინაიდან დამრღვევი ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს. კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი...
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები ისევ ნგრევის მოლოდინში არიან და ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, თბილისის მერია ტერეტორიაზე დემონტაჟის გაგრძელებას გეგმავს. მათი თქმით, ზოგიერთ მოსახლეს სახლების დაცლისთვის დრო 18 დეკემბრამდე ჰქონდა, თუმცა, არ დააცადეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"არც ის დააცადეს, რომ თავიანთი ხელით დაეშალათ ის ბლოკი, რომ რამეში გამოეყენებინათ, იყო ლაპარაკი, რომ დღესაც უნდა გააგრძელონ დანგრევა, შეიძლება ჩვენიც აღმოჩნდეს, არ ვიცით, იმის შიში...
"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება. რუსთავი 2-თან კომენტარში ელისაშვილი ამის მიზეზად ერთი მხრივ ქართული ოცნების მხრიდან "შანტაჟის ენით" საუბარს, მეორე მხრივ კი ოპოზიციონერი ლიდერების უმრავლესობის მიერ საპარლამენტო მანდატებზე უკვე ოფიციალურად უარის თქმას ასახელებს.
"სულ უფრო მცირდება შანსი მოლაპარაკების და ის კარი სულ უფრო იხურება, სამწუხაროდ. როგორც ერთი მხრიდან, ასევე...
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიცია მორიგ შეხვედრას მართავს.
მას შემდეგ, რაც ბოიკოტში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილება დააანონსა, მმართველი გუნდის ოპონენტები პირველად შეიკრიბნენ.
სწორედ ინიცირებული პროექტი და სამომავლო გეგმები იქნება მათი განხილვის მთავარი თემა.
ჩვენ მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის, ხელისუფლებისთვის უკვე შეთავაზებული გვაქვს რამდენიმე კომპრომისი ოღონდ, ყველა ეს კომპრომისი არის იმ ქოლგის ქვეშ, რასაც ჰქვია ნორმალური არჩევნების ჩატარება, რასაც ჰქვია პოლიტპატიმრების გათავისუფლება საარჩევნო სისტემაში და ადმინისტრაციაში ფუნდამენტური ცვლილება“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხდა.
„ოპოზიციის მხრიდან პოზიცია ყოველთვის იყო მკაფიო, რომ მოლაპარაკებების მომხრე ვართ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ მხარეებს შორის ვინც ვერ...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის დროს, საღამოს ცხრა საათიდან ქალაქის განათებები ჩამქვრალი იქნება, თუმცა ნაძვის ხეს მაინც ანთებულს დატოვებენ. On.ge-ს კითხვას, ვისთვის იქნება განათებული ნაძვის ხე კომენდანტის საათის დროს, კალაძე პასუხობს:
"რაც შეეხება კომენდანტის საათს, რომ 9 საათის შემდეგ იზღუდება გადაადგილება ქალაქში, 24-მდე ჩვენ გვექნება არაერთი შეხვედრა საკოორდინაციო საბჭოში და იქნება საუბარი და განხილვა, თუ იქნება მიზანშეწონილი საკომენდანტო...
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გრიგოლ ვაშაძეს ჩაანაცვლებენ. ვაშაძემ, რომელიც ენმ-ს თავმჯდომარე იყო, პარტია დატოვა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
უდუმაშვილის თქმით, შესაძლოა, ვაშაძის ნაცვლად შეხვედრაზე ნიკა მელია და კობა ნაყოფია წავიდნენ.
" იქნება აღმასრულებელი მდივანი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც, ეს ორი ადამიანი ჩანაცვლებს გრიგოლ ვაშაძეს მოლაპარაკებებზე — ნიკა მელია, კობა ნაყოფია. ან ნიკა მელია, ან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































