საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდათ. ჩხენკელის ინფორმაციით, სოციალური დახმარებით 14799 სტუდენტმა ისარგებლა. ამის შესხებ მან პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, გარდა იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მყისიერად გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, სასწავლო გეგმები და შეფასების სისტემა მოდიფიცირდა ელექტრონული სწავლების ფორმატის შესაბამისად. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ...
მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ყველა სახის კომპრომისი შესთავაზა, რაც შეიძლებოდა შეეთავაზებინა ერთის გარდა, რიგგარეშე არჩევნები, რომელზეც თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არის წითელი ხაზი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ქართველი ხალხის ნება რევიზიას ვერ დაექვემდებარება. „სამწუხაროდ, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების არეალი საკმაოდ დავიწროვდა. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ისინიც ამბობენ, რომ ამ პოზიციას არ ეთანხმებიან....
ზემო იმერეთი და რაჭა 2021 წელს ახალი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი. „გზის...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 974 ფაქტი გამოავლინა. შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 104 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 870 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით,...
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღმზრდელი პედაგოგების საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ. როგორც მან საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროფესიაში კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლების მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. ამასთან, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაზეც ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით 2020 წელს...
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მსოფლიო პანდემიით გამოწვეული რეალობის მიუხედავად, 2020 წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 145 მედალი, მათ შორის, 43 ოქრო. როგორც მან პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამინისტრომ წარმატებით დაძლია პანდემიის პირობებში სპორტის მიმართულებით წარმოქმნილი გამოწვევა და შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავა პროფესიული სპორტის პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც სპორტსმენებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესი განაახლეს. გასული წლის...
უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კანონის პროექტი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარუდგინა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. „ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო, იურიდიულ...
სოფელ წნელისთან საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიციის პოსტის მოწყობას დე ფაქტო რეჟიმის მიერ ტერიტორიის ჩაკეტვა მოჰყვა, რამაც პენსიონერებისთვის გაართულა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადაადგილება, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ, ახალგორის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე საუბრისას განაცხადა. როგორც გალდავა აცხადებს, ახალგორის რაიონში მაცხოვრებლები უკვე მეორე წელია იმყოფებიან ცხინვალის დე ფაქტო საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში, რადგან მათ ყველანაირი კავშირი გაუწყდათ სხვა რეგიონებთან. “სოფელ...
დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ერთჯერად, 300-ლარიან დახმარებაზე მომხმარებელთა მიერ უკვე 83 173 განაცხადი დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე აღარ განიხილება. „პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020...
ახალგაზრდული ცენტრები ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობების დელეგირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ამ თვალსაზრისით ბოლო 2 წელია აქტიურად ვმუშაობთ. სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში 80 მილიონი ლარით დავაფინანსეთ თვითმმართველობები, რომლითაც დაფინანსდა 1 400 სკოლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე კითხვებზე პასუხისას. „წელს, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო...
წინა სტატია ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე იძულების, მუქარისა და ქრთამის შეთავაზებაში ბრალდებულების აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინასასამართლო პროცესი გადაიდო. როგორც ბრალდებულების ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის ერთადერთი საქმე ქართულ მართლმსაჯულებაში, როცა შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი პირი არ არის დაკითხული. "დღეს გაგრძელდა წინასასამართლო პროცესი, იხილება მტკიცებულებათა დაუშვებლობის საკითხი, გადაწყვეტილება დღეს არ ყოფილა მიღებული....
ნაძალადევის რაიონში, იოსელიანისა და გორდის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ქუჩის დასაწყისში კი ბეტონის გზა მოეწყო, ასევე, გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „ლოტკინის დასახლებაში კიდევ ერთი საგზაო პროექტი დავასრულეთ. ამ ტერიტორიაზე...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ საგარეჯოს წყალმომარაგების პროექტში ხარვეზი აღმოჩნდა, თუმცა კონტრაქტორი ხარვეზს თავისივე ხარჯით ასწორებს. “სამწუხაროდ, პრობლემურია საგარეჯოს წყალმომარაგების პროექტი, ხარვეზი აღმოჩნდა უშუალოდ გამოყენებულ მასალაში და კონტრაქტორი თავისივე ხარჯით ამ ხარვეზს ასწორებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს შორის სამუშაოების დაჩქარების მიზნით", - განაცხადა ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, კახეთში 130 ათასი ბენეფიციარის წყალმომარაგების...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, მომავალი წლისმთავარი საფინანსო დოკუმენტი 28 914 000 ლარით განისაზღვრა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაფინანსებამ 2021 წელს 2 391 000 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის კი 4 075 000 ლარი გამოიყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი...
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა, გარკვეულწილად, ისევ გაზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს. ცერცვაძის თქმით, ის შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებას ემხრობა, თუმცა მიაჩნია, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლი უნდა გამკაცრდეს. „ცხადია, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად ისევ გაზრდის რისკს. მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის, ძნელია არჩევა. პირადად ჩემი, ექსპერტის აზრი...
ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარებით შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პარტიების დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია თავის პოზიციას არ შეიცვლის. „ქართული ოცნება“ აგრძელებს მუქარას იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილებები და პარლამენტში შევიდნენ. მათ ემუქრებიან, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, შეუწყდებათ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ