ახალგაზრდული ცენტრები ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობების დელეგირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ამ თვალსაზრისით ბოლო 2 წელია აქტიურად ვმუშაობთ. სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში 80 მილიონი ლარით დავაფინანსეთ თვითმმართველობები, რომლითაც დაფინანსდა 1 400 სკოლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე კითხვებზე პასუხისას.
„წელს, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო 700-ზე მეტ სკოლაში სანიტარული კვანძების პრობლემის მოგვარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური პირობების დაკმაყოფილების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე უპასუხა შკითხვას ახალგაზრდულ ცენტრებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ერთიანი პროგრამის სახით ეს პროექტები არაა ჩამოყალიბებული, თუმცა, რეგფონდით და სხვა და სხვა პროგრამით ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში ფინანსდება მსგავსი პროექტები.
„მაგალითისთვის, 2020 წელს გურჯაანსა და კასპში დავამთავრეთ ტექნოპარკების მშენებლობა, ეს ერთ-ერთი მაგალითია იმ პროექტებისა, სადაც ახალგზარდები აქტიურად ჩაერთვებიან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, 2021 წელს 7020 მოსწავლისთვის 41 სკოლის მშენებლობა დასრულდება. განათლების ინფრასტრუქტურული პროექტები კი ჯამში 300 მილიონი ლარით დაფინანსდება.