რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ საგარეჯოს წყალმომარაგების პროექტში ხარვეზი აღმოჩნდა, თუმცა კონტრაქტორი ხარვეზს თავისივე ხარჯით ასწორებს.
“სამწუხაროდ, პრობლემურია საგარეჯოს წყალმომარაგების პროექტი, ხარვეზი აღმოჩნდა უშუალოდ გამოყენებულ მასალაში და კონტრაქტორი თავისივე ხარჯით ამ ხარვეზს ასწორებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს შორის სამუშაოების დაჩქარების მიზნით”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთში 130 ათასი ბენეფიციარის წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე გათვლილი პროექტები მიმდინარეობს.