ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში, გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

823

ნაძალადევის რაიონში, იოსელიანისა და გორდის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერიის ცნობით, ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ქუჩის დასაწყისში კი ბეტონის გზა მოეწყო, ასევე, გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„ლოტკინის დასახლებაში კიდევ ერთი საგზაო პროექტი დავასრულეთ. ამ ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი, მხოლოდ გრუნტის გზა იყო, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 110 000 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.