პოლიტიკური პროტესტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ცვლილებაზე დასკვნა წარუდგინა. ცვლილების მიხედვით პარტია ვერ ისარგებლებს სახელმწიფო დაფინანსებით: 1) თუ მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს; 2) თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი არასაპატიო...
ვანის მერის მოადგილე გონერი მეფარიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ის მკურნალობის კურსს თბილისში, სამი კვირის განმავლობაში გადიოდა. გარდაცვლილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
24 საათში საქართველოში კორონავარუსით ინფიცირების 2 345 შემთხვევა გამოვლინდა, 3 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.
ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი გიორგი გახარიას შეხვედრას სთხოვს.
მეარაყიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ისედაც მძიმე მდგომარეობას ახალგორის ჩაკეტვა კიდევ უფრო ამძიმებს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
"გამარჯობა, ბატონო გიორგი. მე ვარ თამარ მეარაყიშვილი. სამოქალაქო აქტივისტი. ვცხოვრობ ახალგორში. აქედან გწერთ.
გავეცანი ინფორმაციას გეგმებზე, რასაც ჩვენი მიმართულებითაც აპირებთ.
რა საჭირო იყო ასეთი ლამაზი დაპირებების გაცემა პარლამენტში, სადაც კითხვას არ დასვამდნენ? ისედაც "დაგიჯერებდნენ", რომ ჩვენზე ფიქრობთ და ზრუნავთ.
არ მჯერა...
ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ არ ეთანხმება კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს. აშშ-ის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი გადაიხედება.
"არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე. რაც ახლა უნდა ხდებოდეს ქართული 30...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში სკოლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება.
პროექტის განხორციელების შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს 300 მდე პირდაპირი ბენეფიციარი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სოფელ ენაგეთში 60 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მისი სახელშეკრულებო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
ერთი ან ორი ცალკეული დეპუტატის შესვლა პარლამენტში არ შეცვლის საერთო სურათს, რომლის წინაშეც დღეს „ქართული ოცნება“ დგას - ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციური პარტიები დღემდე ვინარჩუნებთ ერთიან პოზიციას. ჩვენ ვიმოქმედებთ ერთიანად, ვინაიდან ყველას შეგვეხო გაყალბებული არჩევნები. შესაბამისად, ერთი ან ორი ცალკეული დეპუტატის შესვლა პარლამენტში არ შეცვლის საერთო სურათს, რომლის წინაშეც...
წინა სტატია
ავთანდილ ენუქიძე თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
„მე, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შევდივართ მეათე მოწვევის პარლამენტში. მოგეხსენებათ, ყველა პარტიაში არის ბიზნეს-შემადგენელი. ავთანდილ ენუქიძე წლების განმავლობაში პარტიის მხარდამჭერი და შემომწირველი იყო, აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის...
უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გახსნა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება წარმოქმნილი ეკონომიებითა და კოვიდინფექციის გავლენითაა გამოწვეული.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად, განვითარებული მოვლენებისა, არ შეფერხებულა და კვლავ გრძელდება რეგიონისა...
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „იმ პოლიტიკური არარაობების ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს“, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
ამის შესახებ მან პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკერიას თქმით, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა მთავრობის შემადგენლობას.
მისივე განმარტებით, ის მძიმე ვითარება, რაც დღეს ქვეყანაშია, არის ივანიშვილის და მისი შემოკრებილი...
პარლამენტმა დადგენილებით 12 მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია დაამტკიცა.
მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
„არჩევნების შედეგად მიღებული ხმების პროპორციულობით გადანაწილდა დელეგაციებში დეპუტატთა კვოტები. ფრაქცია „ქართულ ოცნებს“ – 60%, ხოლო 40% უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის, რადგან ჯერჯერობით სხვა ფრაქცია პარლამენტში არ არის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
დღესვე კომიტეტმა განიხილა საკითხი, რომელიც მაჟორიტარული სისტემით არჩეული...
მომავალ მინისტთა კაბინეტის წარმომადგენლებს ხვალ რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 24 დეკემბრის სხდომაზე გადის.
მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა. ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა.
მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა:
პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...
საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ბარიერგადალახულ პარტიას ცესკო-სთვის განცხადებით მიმართვა აღარ დასჭირდება.
ეს და კიდევ სხვა ცვლილებები აისახა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში, რომელიც დღეს პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტი რიგგარეშე სესიაზე დასმული წინადადებების შესაბამისად გადამუშავდა და ის პირველი მოსმენით სახეცვლილი სახით დაამტკიცეს.
„დაფინანსების შეჩერებისთვის განსაზღვრული იყო ერთწლიანი ვადა, რომელიც ერთი წლიდან ექვს თვემდე შემცირდება ანუ პარტიებს დაფინანსება ერთი...
ვიდრე არ მოიტანენ რაიმე მტკიცებულებას, რომ რაიმე გაყალბდა ამ ქვეყანაში, მანამდე ვერც იმას ეღირსებიან, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს და პასუხიც ექნებათ კანონის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი ტიპის საბოტაჟზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძე ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან...
პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, ირჩევენ ისინი საბოტაჟის გზას თუ იმ გზას, რომლისკენაც მიუთითებს მათ საქართველოს კონსტიტუცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან, დაფინანსების წესთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების და დეპუტატების წახალისებას, რომ უარი თქვან საპარლამენტო საბოტაჟზე, თუმცა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ შემოატრიალონ ეს ყველაფერი და წახალისებას...
ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია შემოვიდეს პარლამენტში, „რაც შეიძლება მეტში“ არ ვგულისხმობ ოპოზიციის რადიკალურ ფრთას „ნაციონალურ მოძრაობაში“ და „ევროპულ საქართველოს“. უმჯობესი იქნება, თუ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ, მაგრამ სხვებთან მიმართებით სურვილი გვაქვს,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ უახლოეს მომავალში არა ერთი და ორი, არამედ მეტი ოპიზიციური პარტია შეუერთდება პარლამენტს.
ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ...
ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან, თუკი შესაბამის საბანკო რეკვიზიტებს წარადგენენ, დაერიცხებათ ხელფასი იმ პროცენტული განაკვეთის შესაბამისად, როცა სხდომებს არ ესწრებოდნენ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ. ამასთან, როგორც ოხანაშვილმა სესიაზე განმარტა, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის პირვანდელ ვარიანტში ცვლილებები აისახა, რომლის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































