პარლამენტმა 12 მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია დაამტკიცა

468

პარლამენტმა დადგენილებით 12 მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია დაამტკიცა.

მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

„არჩევნების შედეგად მიღებული ხმების პროპორციულობით გადანაწილდა დელეგაციებში დეპუტატთა კვოტები. ფრაქცია „ქართულ ოცნებს“ – 60%, ხოლო 40% უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის, რადგან ჯერჯერობით სხვა ფრაქცია პარლამენტში არ არის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღესვე კომიტეტმა განიხილა საკითხი, რომელიც მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებას, ორგანიზაციულ საქმიანობასა და დაფინანსების წესს ეხება.