ბოკერია: ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, მთავრობის შემადგენლობას მნიშვნელობა არ აქვს

414

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „იმ პოლიტიკური არარაობების ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს“, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

ამის შესახებ მან პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა მთავრობის შემადგენლობას.

მისივე განმარტებით, ის მძიმე ვითარება, რაც დღეს ქვეყანაშია, არის ივანიშვილის და მისი შემოკრებილი პოლიტიკური „კლოუნების“ პასუხისმგებლობა.

„ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს შემადგენლობა რა იქნება, არცერთ შემთხვევაში იმ პოლიტიკური არარაობების და „კლოუნების“ ნებისმიერ კომბინაციას, რომელსაც ივანიშვილი შემოიკრებს, არ აქვს უნარი, ხედვა, რწმენა და კომპეტენცია, რომ ნორმალურ ვითარებაშიც კი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

კრიზისულ ვითარებაში, ჩვენ ვიხილეთ კატასტროფა და უტიფრობა, როცა საუკეთესო თვეები და ხალხის რესურსი იქნა გამოყენებული არა მომზადებისათვის პანდემიასთან ბრძოლის მეორე ეტაპისთვის, როცა გაიხსნებოდა ეკონომიკა, არა ეკონომიკური კრიზისის დროს ტვირთვის შესამცირებლად ხალხისთვის და მეწარმეებისათვის, არამედ თვითქებისათვის, თვითთტკბობისათვის და ოპონენტების დემონიზაციისათვის.

კატასტროფული ვითარებაა და ის ტრაგედიები, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ ობიექტურ გარემოებებთან ერთად, არის ივანიშვილის პერსონალურად და მისი შემოკრებილი პოლიტიკური „კლოუნების“ პასუხისმგებლობა. როდესაც ერთ-ერთი მთავარი „კლოუნი“ იძახის, რომ არ ცვლის გუნდს, ეს არის დემონსტრირება იმის, რომ როდესაც მთავრობას არ აქვს მანდატი ხალხისგან მოპოვებული, როგორ მართავს ქვეყანას,“ – განაცხადა ბოკერიამ.