ერთი ან ორი ცალკეული დეპუტატის შესვლა პარლამენტში არ შეცვლის საერთო სურათს, რომლის წინაშეც დღეს „ქართული ოცნება“ დგას – ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციური პარტიები დღემდე ვინარჩუნებთ ერთიან პოზიციას. ჩვენ ვიმოქმედებთ ერთიანად, ვინაიდან ყველას შეგვეხო გაყალბებული არჩევნები. შესაბამისად, ერთი ან ორი ცალკეული დეპუტატის შესვლა პარლამენტში არ შეცვლის საერთო სურათს, რომლის წინაშეც დღეს „ქართული ოცნება“ დგას – ეს არის ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.