მომავალ მინისტთა კაბინეტის წარმომადგენლებს ხვალ რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 24 დეკემბრის სხდომაზე გადის.
მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა. ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა.
მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა:
პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი
იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი