სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300 ლარიანი დახმარების გაცემა დეკემბერში დაიწყო და უკვე 80 201 პირმა ჯამში 24 060 300 ლარი მიიღო.
უწყების ცნობით, დღეს 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია კიდევ 8 520 პირს ჩაერიცხება, რაც 2 556 000 ლარია.
„24 დეკემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტიდან სულ ჯამში 26 616 300 ლარია გადარიცხული. შეგახსენებთ, რომ 300 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენის...
კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოიყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პროცედურულად თებერვლის თვემდე მოხდება.
"კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტრო როგორც იყო ადრე განათლების სამინისტროდან გამოიყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონდმებლო და სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ...
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს.
როგორც მან ჟურნალისტებს მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისას განუცხადა, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 150 მილიონი ლარი მცირე ბიზნესის დახმარებისთვის იქნება გამოყოფილი.
„პირველ რიგში, ესაა ანტიკრიზისული ბიუჯეტი, პანდემიასთან ბრძოლის და პანდემიის შედეგად გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ბიუჯეტი. მთავარი ნიშან-თვისება ამ ბიუჯეტის არის ადამიანებზე ზრუნვა, სოციალური დახმარება. ასევე ჩვენ ყველა იმ ფინანსურ...
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, არასასურსათო სავაჭრო სექტორი ძალიან მკაცრი რეგულაციების დაცვით გაიხსნა და მასზე კონტროლი მიმდინარეობს. ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი პერიოდულად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.
„ჩვენ ძალიან სწორი და დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანა იყო და არის პანდემიის შეკავება და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. თუმცა პერიოდულად...
შეგახსენებთ, რომ 300 ლარიანი, ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით, პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 24 დეკემბერს იწურება,- ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
"უახლესი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ერთჯერად 300 ლარიან დახმარებაზე მომხმარებელთა მიერ უკვე 111 157 განაცხადი დარეგისტრირდა. აქვე, შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმის...
მმართველობით დონეზე სრული მხარდაჭერა გაქვთ, მოიტანეთ წინადადებები და მოგეხმარებით, - ასე პასუხობს პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე დასმულ შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სესიაზე.
მისი თქმით, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქალია, ასევე ქალი თავმჯდომარე ჰყავს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს, შესაბამისად, პრემიერი მიიჩნევს, რომ მმართველობით დონეზე ქალებს სრული მხარდაჭერა აქვთ.
„ქალბატონმა ნინომ იკითხა კიდევ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამებში ქალების მონაწილეობაზე - სპეციალური პროგრამებია...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში, საახალწლოდ 960 ბენეფიციარზე ფულადი დახმარება გასცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, 100 ლარი 14 კატეგორიის პირებმა მიიღეს.
„დახმარება შემდეგ კატეგორიებზე გაიცა:
მრავალშვილიანი ოჯახები; დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვები;
18 წლამდე ასაკის შშმ პირები; მარტოხელა დედები; დიდი სამამულო ომის ვეტერანები; დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირები;
დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრები; ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის...
,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი დროს, თუკი ოპოზიცია არ ეხმარება მათ, ხელს მაინც ნუ შეუშლიან.
სერგი კაპანაძის თქმით, გაუგებარია გახარიას კრიტიკა, რადგან მას აქვს ერთპარტიული პარლამენტი და ერთ ადამიანს აბარებს ანგარიშს, „ამრიგად, მას არ უნდა უკვირდეს, რომ გაყალბებულ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულ არალეგიტიმურ პარლამენტში ოპოზიცია არ...
კულტურა და სპორტი არის ჩვენი ყოველდღიური სოციალური, კულტურული ცხოვრების ისეთი მიმართულებები, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა.
დეპუტატების კითხვაზე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რა როლი ენიჭება კულტურას, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი როლი ენიჭება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, თანამედროვე საქართველოში, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული მიღწევები, თუმცა...
შეიძლება გარკვეული ხარვეზები ყოველთვის იყოს და თან სდევდეს ნებისმიერ საარჩევნო პროცესს, მაგრამ ეს არაარსებითი ხასიათის ხარვეზებია, რომელიც რა თქმა უნდა, ვერ მოახდენდა გავლენას საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, როცა ამომრჩეველი ხმას და მანდატს გაძლევს, რომ პარლამენტში წარმოდგინო მათი ინტერესები, ქუჩის გზა არის უპასუხისმგებლობა...
ბექა დავითულიანი პოსტპანდემიურ პერიოდში რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გამოსავლენი კვლევებით დაინტერესდა.
დავითულიანმა შესაბამისი შეკითხვით მინისტრობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც მათ მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
„ჩვენ მოვისმინეთ მნიშვნელოვანი აქცენტები მინისტრობის კანდიდატების მხრიდან. მაინტერესებს, პოსტპანდემიურ პერიოდში კონკრეტულად რა კონკურენტული უპირატესობა გვაქვს ჩვენ, როგორც სახელმწიფოს ამ ვითარებაში და ამის პარალელურად თუ გვაქვს რაიმე კვლევა ჩატარებული რეგიონების პოტენციალის გამოსავლენად, რომ ისინი საინვესტიციო პაკეტებად...
ვფიქრობ, ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების სხდომაზე მხოლოდ მმართველი გუნდის დასწრებას გამოეხმაურა.
ნათია თურნავას თქმით, ის ფაქტი რომ ოპოზიცია არ ესწრება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებულ პლენარულ სხდომას უხერხულია.
"რა თქმა უნდ,ა არის დისკომფორტი და...
საქართველოს მელიორაცია რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, სამელიორაციო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სოფელ ასურეთში ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე ამ დროისთვის 219 მმ-იანი ქსელი იცვლება.
„წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება კოროზირებული ფოლადის მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი და ურდული, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის...
დღევანდელ პარლამენტში ჩვენ გვიხდება მხოლოდ ერთი პარტიის წინაშე მთავრობის სტრუქტურის წარდგენა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ეს არ არის კომფორტული და ჩვენ ვერც ვგრძნობთ კომფორტულად თავს ამ სიტუაციაში,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არა ხელისუფლების, არამედ იმ „უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამოა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ავლენენ“.
„ჩვენ გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის იმის დემონსტრირება, თუ...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მოლაპარაკებები ჩიხში შედის და არანაირი გამოსავალი არ ჩანს.
ამასთან, კაპანაძემ პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, რადგან სიმართლე და პრინციპები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაფინასება.
„დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს „ქართული ოცნება“, რომ ის დაემუქრება ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების შეწყვეტით, ან რეგისტრაციის გაუქმებით და ამით გახდის მათ...
მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის ინტერესების პრიორიტეტიზაცია და სამთავრობო კოორდინაციის გაძლიერება, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს.
„ჩემი კითხვა ეხება საქართველოს მთავრობის ახალგაზრდობის პოლიტიკის ევროკავშირის ახალგაზრდობის განახლებულ სტრატეგიასთან მაქსიმალურ დაახლოებას. მითუმეტეს რომ სწორედ ქართველი ახალგაზრდების არჩევანი არის ფლაგმანი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაში. ამ თვალსაზრისით, ხომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































