ბექა დავითულიანი პოსტპანდემიურ პერიოდში რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გამოსავლენი კვლევებით დაინტერესდა

347

ბექა დავითულიანი პოსტპანდემიურ პერიოდში რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გამოსავლენი კვლევებით დაინტერესდა.

დავითულიანმა შესაბამისი შეკითხვით მინისტრობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც მათ მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

„ჩვენ მოვისმინეთ მნიშვნელოვანი აქცენტები მინისტრობის კანდიდატების მხრიდან. მაინტერესებს, პოსტპანდემიურ პერიოდში კონკრეტულად რა კონკურენტული უპირატესობა გვაქვს ჩვენ, როგორც სახელმწიფოს ამ ვითარებაში და ამის პარალელურად თუ გვაქვს რაიმე კვლევა ჩატარებული რეგიონების პოტენციალის გამოსავლენად, რომ ისინი საინვესტიციო პაკეტებად ვაქციოთ და პროაქტიულად შევთავაზოთ პოტენციურ ინვესტორებს. სხვაგვარად და ორდინალური მიდგომებით, ჩემი აზრით, გაგვიჭირდება იმ თანხების მოზიდვა, რაც დასჭირდება როგორც პოსტპანდემიურ პერიოდში კრიზისიდან გამოსვლას, ასევე ევროკავშირში განაცხადის გასაკეთებლად საჭირო ეკონომიკური მაჩვენებლების დაფიქსირებას.

რაც შეეხება განათლების და კულტურის სფეროს, გვაქვს ჩვენ ფაკულტეტები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და თუ აქვს კვლევა განათლების სამინისტროს, რა ტიპის პროფესიები იქნება მომავლის პროფესიები და რამდენად სწორად ვაფინანსებთ ამ პროფესიების დაუფლებას. რა დასჭირდება ბაზად ჩვენი ქვეყნის განვითარებას. რამდენად გვაქვს გააზრებული კულტურის, როგორც ეკონომიკის დარგის პოტენციალი და არა როგორც ,უბრალოდ, სუბსიდირებადი დარგის?“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.