გახარია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან თებერვლამდე გამოიყოფა

415

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოიყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის ­კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცედურულად თებერვლის თვემდე მოხდება.

“კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტრო როგორც იყო ადრე განათლების სამინისტროდან გამოიყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონდმებლო და სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება”, – განაცხადა გახარიამ.