გიორგი გახარია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე დასმულ კითხვაზე: მმართველობით დონეზე სრული მხარდაჭერა გაქვთ, მოიტანეთ წინადადებები და მოგეხმარებით

392

მმართველობით დონეზე სრული მხარდაჭერა გაქვთ, მოიტანეთ წინადადებები და მოგეხმარებით, – ასე პასუხობს პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე დასმულ შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

მისი თქმით, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქალია, ასევე ქალი თავმჯდომარე ჰყავს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს, შესაბამისად, პრემიერი მიიჩნევს, რომ მმართველობით დონეზე ქალებს სრული მხარდაჭერა აქვთ.

„ქალბატონმა ნინომ იკითხა კიდევ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამებში ქალების მონაწილეობაზე – სპეციალური პროგრამებია მიზნობრივი, თუ არ არის მაშინ დავჯდეთ, მოიტანეთ ინიციატივები და მოგეხმარებით. ვიცი, რომ ფერმერთა ასოციაციას ქალი ხელმძღვანელობს, სოფლის მეურნეობის კომიტეტის ხელმძღვანელიც აგერ – ქალია და ა.შ. ამიტომ მმართველობით დონეზე როგორც ხედავთ სრული მხარდაჭერა გაქვთ (ქალებს) და ახლა ბურთი თქვენ (გაქვთ), მოიტანეთ წინადადებები და მოგეხმარებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.