თურნავა: ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე

358

ვფიქრობ, ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების სხდომაზე მხოლოდ მმართველი გუნდის დასწრებას გამოეხმაურა.

ნათია თურნავას თქმით, ის ფაქტი რომ ოპოზიცია არ ესწრება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებულ პლენარულ სხდომას უხერხულია.

“რა თქმა უნდ,ა არის დისკომფორტი და უხერხულობა. ვფიქრობ, ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. იმ ამომრჩეველმა, ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა ვინც მისცა ხმა ოპოზიციურ პარტიებს, რა თქმა უნდა, ეს იმ მიზნით გააკეთა, რომ დღეს მეტად უფრო კრიტიკული დისკუსია და დებატები გვქონოდა. მათ შორის დაესვათ კითხვები მინისტრობის კანდიდატებისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის დისკომფორტი, მაგრამ ეს პირველ რიგში, იმ ოპოზიციური ძალების პასუხისმგებლობაა, ვინც ქუჩის ფორმა არჩია”,-განაცხადა თურნავამ.