გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა 2020 წელი შეაფასა და შესაბამისი ანგარიში წარადგინა. ანგარიშში მოცემულია მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში პანდემიის ფონზე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია და გაწეული სამუშაოები. „მალე შემობრძანდება ახალი 2021 წელი. მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. ახალი წლის დადგომამდე შევაჯამე მიმდინარე წელი და წარმოგიდგინეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ. სამწუხაროდ, როგორც მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს მხარი დაუჭირა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება. მთავრობის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2 460.7 მლნ ლარით...
მნიშვნელოვანი ღონისძიება ხორციელდება: დაბა ბაკურიანში, გუდაურში, კურორტ გოდერძისა და დაბა მესტიაში მოქმედი ტურისტული ოპერატორები და ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი პირები თავისუფლდებიან ნოემბერსა და დეკემბერში საშემოსავლო გადასახადისგან, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პირობებში, შეუძლებელია ზამთრის სეზონი მათთვის შემოსავლის წყარო იყოს. საგადასახადო ინიციატივების საკანონმდებლო ინიციატივა მზადაა. ცვლილებები ბიუროს...
პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას, რამეთუ, ამ დარგში ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქეა დასაქმებული, - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მან პარლამენტში წარდგენილ საგადასახადო შეღავათების საკანონმდებლო ინიციატივაზე ილაპარაკა. „2021 წელს ქონების გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება ტურიზმის სექტორი. ასევე ეს სექტორი თავისუფლდება გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან,...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 116 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადასცა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკა, ხელსაწყოები და დანადგარები თავადვე შეარჩიეს. "სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი, პირველი მოსმენით, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა. ,,2021 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 018 ათასი ლარი დაიხარჯება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 8 776 ლარი, ხოლო სკოლამდელი განათლების...
ქობულეთის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 36 მილიონ  2800 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. წელს ეკონომიების შედეგად გამოთავისუფლებული  მილიონ 350 ათასი ლარი მომდევნო წლის ბიუჯეტში აისახება. თანხები ძირითადად გამოთავისუფლდა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ხარჯზე. წლის ბოლო საკრებულოს სხდომაზე 2020 წელიც შეაჯამა და ისაუბრა, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ  პროექტებზე. ითქვა, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა ოჯახებს დაეხმარებიან,  პროგრამისთვის 10 ათასი ლარია...
გორის სპორტის სასახლე სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის მზადაა. მშენებლობას საფუძველი ოთხი წლის წინ ჩაეყარა. შენობაში ორი დარბაზია. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელზე, ხოლო მცირე 500-ზეა გათვლილი. სასახლეში სპორტის 14-მდე სახეობის ტურნირის ჩატარება იქნება შესაძლებელი. (ხელბურთი, ფრენბურთი, ფუტსალი, ჭიდაობა და ა. შ.) ამასთან, ახალი სპორტის სასახლე გარკვეულ სახეობაში საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების მიღებასაც შეძლებს. სპორტის სასახლის მშენებლობაზე და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 25 000 000 ლარი...
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს საკრებულოს ბოლო სხდომაზე უყრიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მერია დოკუმენტს დეპუტატებს 30 დეკემბერს წარუდგენს. პროცესი წელსაც ოპოზიციის გარეშე ჩაივლის. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს ბოიკოტის მიზეზით არც პროექტის განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა. შესაბამისად, აღმასრულებელთან არც შენიშვნები წარუდგენიათ. ბიუჯეტის პროექტთან შინაარსობრივი შენიშვნები არ აქვს არც უმრავლესობას. საფინანსო სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის თქმით, ყველა შენიშვნა ტექნიკური ხასიათისაა. "იყო ძალიან მცირე შენიშვნები,...
„თანამშრომლებს 300 ათასი ლარით ხელფასებს  ვერ მოუმატებ“-ასე გამოეხმაურა გორის მერი ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც  2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გაზრდილ სახელფასო ფონდს ეხება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტს სიღრმისეულად არ გასცნობია და უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გორის საკრებულოში ვასილისა ჯაბახიძემ გორის მერი საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სახელფასო ფონდის მატების პარალელურად, ახალ ბიუჯეტში უსახლკარო ოჯახებზე არაფერია გათვალისწინებული. ოპოზიციის...
გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ მცირე ზომის სკვერი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა შემოღობილი ტერიტორიის დემონტაჟი, დასუფთავდა და მცირე სკვერი გაკეთდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, განთავსდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, სკამები და ნაგვის ურნები. ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიღობა და მოხდა მიწის შეტანა. ამასთან, მოეწყო ბილიკები და გრუნტის დამჭერი კედელი, რომელიც მოიხატა. სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით,...
"მოსახლეობისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდება", - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა “Forbes კვირასთან” განაცხადა. მაია ბითაძის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებას პარლამენტი მომდევნო წელს გეგმავს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ვალდებულება მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე ეტაპობრივად გავრცელდება. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნარჩენების შესახებ კოდექსი წლების წინ არის მიღებული, რომელიც მსგავსი ვალდებულების შემოღებასაც ითვალისწინებს, თუმცა, საკანონმდებლო დონეზე ამას დაზუსტება...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის...
მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა აბასთუმანში, მდინარე ოცხეს კალაპოტების, ხიდების, მთავარი და საუბნო გზების რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 51 მილიონ ლარზე გამოცხადდა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება და მოიცავს ე.წ მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაციას. მდინარე ოცხეს ორივე მხარეს მოეწყობა ბულვარი (ხეივანი), გაკეთდება ველობილიკები. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიზანი დაბა აბასთუმანში მობილობის გაუმჯობესებაა.
წინა სტატია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, უკვე 10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში იმყოფებიან. ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ Facebook-განცხადებაშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ „ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია“. საქმე იმაშია, რომ მოქმედ ტარიფს, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა, ვადა ეწურება და უახლოეს დღეებში სემეკი ახალ ტარიფს დაადგენს. ის ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევა. "ენერგო პრო...
სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები. „მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან განხორციელდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ