გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ მცირე ზომის სკვერი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა შემოღობილი ტერიტორიის დემონტაჟი, დასუფთავდა და მცირე სკვერი გაკეთდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, განთავსდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, სკამები და ნაგვის ურნები. ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიღობა და მოხდა მიწის შეტანა. ამასთან, მოეწყო ბილიკები და გრუნტის დამჭერი კედელი, რომელიც მოიხატა.
სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ექსი მეიდმა“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 45 623 ლარი დაიხარჯა. 2020 წელს რაიონში მცირე ზომის სკვერების მოწყობა ჯამში, 18 მისამართზე განხორციელდა.