სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტმა 11 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა

661

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი, პირველი მოსმენით, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა.

,,2021 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 018 ათასი ლარი დაიხარჯება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 8 776 ლარი, ხოლო სკოლამდელი განათლების დაფინანსება 21 000 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელთან შედარებით 2021 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ასევე ინფრასტრუქტურის მშენებლობის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის დაფინანსება”,- აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.