ლილუაშვილი: ტურიზმის სექტორი 2021 წლის ქონებისა და გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება

405

პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას, რამეთუ, ამ დარგში ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქეა დასაქმებული, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მან პარლამენტში წარდგენილ საგადასახადო შეღავათების საკანონმდებლო ინიციატივაზე ილაპარაკა.

„2021 წელს ქონების გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება ტურიზმის სექტორი. ასევე ეს სექტორი თავისუფლდება გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ტურიზმის სექტორს გადაუდებელი საშეღავათო ღონისძიებების ფარგლებში შევთავაზეთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, ორივე ღონისძიებით ისარგებლებს 1 000-მდე კომპანია და 30 000-ზე მეტი დასაქმებული.